» » მათიას ზამერი ული ჰიონესის სატრანსფერო პოლიტიკას იწონებს

მათიას ზამერი ული ჰიონესის სატრანსფერო პოლიტიკას იწონებს

1-07-2017, 17:41 dachi8 სიახლეები 0

მათიას ზამერი ული ჰიონესის სატრანსფერო პოლიტიკას იწონებს
“ბავარიის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი მიმდინარე სატრანსფერო პოლიტიკის მიდგომის გამო შეაქო. ჰიონესმა, აღნიშნა, რომ კლუბი აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს და ცდილობს მომავლისათვის კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნას.

„ვთვლი, რომ ჰიონესის მიდგომა საქმისადმი შექების ღირსია. ძალიან მოხარული ვარ, რომ მან ასე ნათლად ახსნა სიტუაცია. ეს ლოგიკური შედეგია იმ სატრანსფერო გარიგებების, რომლებიც აქამდე განხორციელდა. ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი გზაა“, - ციტირებს ზამერის სიტყვებს tz.de.

“მაგრამ, სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდე ღიაა და გამორიცხული არაა კიდევ რაიმე გაკეთდეს. მე ძალიან კარგად ვიცნობ კლუბს და ვიცი, რომ ამაზე პასუხისმგებელი პირები აქტიურები იქნებიან, მაგრამ არაფრის დიდებით სხვისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცევიან“.

მათიას ზამერმა ასევე სხვა თემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბავარიამ“ მეტი მონდომებით უნდა ითამაშოს ვიდრე საუკეთესო ტრანსფერებზე იფიქროს.

„ვფიქრობ „ბაიერნის“ თამაშები „რეალთან“ და წინა სეზონში „ატლეტიკოსთან“ არ იყო ხარისხის საკითხი. ვარიაციები თამაშში სიურპრიზი აღმოჩნდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფეხბურთელებმა თავის თავს უნდა ჰკითხონ თუ ასე როგორ მოხდა. ასევე გერმანიის თასის ნახევარფინალში „დორტმუნდთან“, სადაც მშვენიერი პირველი ნახევარი ჩაატარეს.

ზამერი თომას მიულერზე: „შესანიშნავი ყმაწვილია! უდიდეს როლს ვუსურვებ კლუბში. ძალიან მნიშვნელოვანია გაერკვე იმაში, თუ ვინაა თომას მიულერი და რა შეუძლია მას. მე მას ვიცნობ, როგორც ექსტრაორდინალურ ფეხბურთელს. ვიმედოვნებ, რომ ის ლიდერის როლს მოირგებს. მწვრთნელმა კი უნდა გადაწყვიტოს თუ რა არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი თამაში თუ სტრუქტურა გუნდში. გაოცებული დავრჩი როდესაც თომასი სპორტული თვასაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა“.

...ორი მსოფლიო კლასის ფეხბურთელის წასვლაზე კლუბიდან: „ფილიპ ლამი და ხაბი ალონსო ორი საკვანძო ფეხბურთელი იყო, მაგრამ აქ ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორიც თომას მიულერი, მანუელ ნოიერი, ბოატენგი, ალაბა და ჰუმელსია. იოშუა კიმიხი პროფესიულ ზრდას განაგრძნობს და ის მალე „ბაიერნის“ წამყვანი ფეხბურთელი გახდება“.

... ახალწვეულებზე: „ნიკლას ზიულე ნამდვილი მანქანაა. საოცარი სისწრაფით. ის ზეწოლას მოახდენს დაცვით ფეხბურთელებზე. სებასტიან რუდის თამაშს სიამოვნებით უყურებ, რადგან მეტად მშვიდად თამაშობს“.

... კორენტინ ტოლისოზე: „მას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ამიღწერეს, საინტერესო ფეხბურთელია, რომელიც დიდი მისწრაფებით ერთვება შეტევაში, ემოციების კონტროლითა და მანევრირებით. მასთან მიმართებაში „ბავარია“ მეტად ჭკვიანურად მოიქცა, ვიდრე სხვა კლუბები“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.