» » სანიოლი: სახლში დავბრუნდი

სანიოლი: სახლში დავბრუნდი

2-07-2017, 00:01 dachi8 სიახლეები 0

სანიოლი: სახლში დავბრუნდი
შაბათს ვილი სანიოლი „ბავარიის“ სამედიცინო ცენტრში შევიდა. იმ შენობაში, სადაც ის 8 წლის წინ ხშირი ტრავმების გამო იძულებული გახდა პროფესიონალური კარიერა დაესრულებინა. მაგრამ ამჯერად ის მშვენიერი განწყობით დაბრუნდა - კარლო ანჩელოტის ახალი ასისტენტის ამპლუაში.

მე კვლავ სახლში ვარ. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. „ბავარია“ როგორც კლუბი გაიზარდა, მაგრამ მისი კულტურა უცვლელი დარჩა“, - განაცხადა ფრანგმა ღიმილით. 2000 წელს სანიოლმა „ბავარიის“ მაისური მოირგო და 9 წლის განმავლობაში რეკორდმაისტერის სამსახურში იდგა. ამ დროის განმავლობაში ის გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელად იქცა. შემდეგ მან ფრანგული „ბორდოს“ ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა. ამ ზაფხულს კი კვლავ ზაბენერ შტრასეს დაუბრუნდა კარლო ანჩელოტის ასისტენტის ამპლუაში.

„შესაძლებლობა მომეცა კვლავ ვიცხოვრო მიუნხენში და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან ვიმუშაო“, - მოყვა 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა და დაამატა: „აქ მე პირადი მიზნები არ გამაჩნია. ჩემი ამბიციები - ყოველ დღე კარგი მუშაობის ჩვენებაა და მწვრთნელის დახმარება".

ანჩელოტისთან ერთად სანიოლს სურს „ბავარიის“ წარმატებული გზა გააგრძელოს. 5 გზის გერმანიის გამარჯვებულმა ჰერმან გერლანდის პოზიცია დამსახურებულად დაიკავა. „ვილი სრულიად მოგვესადაგება. ისეთი ასისტენტი მსურდა, რომელსაც კლუბი ახლოს ეცოდინებოდა. მწვრთნელის რანგში მან უკვე დიდი გამოცდილება მიიღო. ამასთან, წარსულში „ბავარიის“ ფეხბურთელი იყო“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

პრეს-კონფერენციის შემდეგ ვილი სანიოლი პირველად გავიდა ვარჯიშზე. შესანიშნავ ხასიათზე მყოფი დაკვირვებით ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესს და უკვე მითითებებსაც გასცემდა. სჩანდა, რომ ის უკვე ტკბებოდა მიუნხენში თითოეული დღით.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.