» » ანჩელოტის 2017-18 წლის სეზონის პირველი პრეს-კონფერენცია

ანჩელოტის 2017-18 წლის სეზონის პირველი პრეს-კონფერენცია

2-07-2017, 00:40 dachi8 სიახლეები 0

ანჩელოტის 2017-18 წლის სეზონის პირველი პრეს-კონფერენცია
საზაფხულო შვებულება დასრულებულია! 6 კვირის შემდეგ წინა სეზონის დამამთავრებელი ოფიციალური მატჩის შემდგომ „ბავარიელები“ კვლავ დაუბრუნდნენ ვარჯიშებს. ვარჯიშის დაწყებამდე „ბავარიის“ იტალიელმა სპეციალისტმა, ახალ ასისტენტთან - ვილი სანიოლთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

„ჩვენ მუშაობას არასრული გუნდით ვიწყებთ, ეს სავსებით ნორმალურია“, - განაცხადა ანჩელოტიმ. 10 ივლისს გუნდს არიენ რობენი, რობერტ ლევანდოვსკი, დავიდ ალაბა, ტიაგო ალკანტარა, დუგლას კოსტა, რაფინია და ახალწვეული კორენტინ ტოლისო შეუერთდებიან.

თვის ბოლოს კი გუნდს იოშუა კიმიხი, რენატუ სანჩესი, სებასტიან რუდი, ნიკლას ზიულე და ახლადგამომცხვარი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონი - სერჟ გნაბრი შეავსებენ. „ძალიან მოხარული ვიქნები, მთლიანი გუნდის ნახვისას“, - განაცხადა ანჩელოტიმ.

იტალიელი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს: „მე ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდით. ჩვენ 4 კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ, თითოეულს თავისი ძლიერი მხარე გააჩნია. ისინი გუნდს უკეთესს გახდიან“.

სხვა შესაძლო ტრანსფერების თაობაზე იტალიელმა შემდეგი განაცხადა: „ჩვენ 31 აგვისტომდე კიდევ დიდი დრო გვაქვს და 1-2 ფეხბურთელის დამატება კიდევაა შესაძლებელი, მაგრამ მე უკვე ძალიან კმაყოფილი ვარ. ამჟამინდელი შემადგენლობით უკვე შეგვიძლია სეზონი დავიწყოთ“.

ბრემენის „ვერდერიდან“ გადმოსულ გერმანელ ახალწვეულზე - სერჟ გნაბრიზე მწვრთნელმა განაცხადა, რომ წინა სასეზონო მომზადებაში გერმანელი „ბავარიასთან“ ერთად მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი გადაწყვეტენ - დარჩება კლუბში თუ არენდით სხვა კლუბში გაემგზავრება.

“ბავარიის“ გარშემო ძალიან ბევრი ჭორი იწერება, მაგრამ არ შემიძლია იმის თქმა, რომ ყველა მათგანი ტყუილია. ბოლო დროს სატრანსფერო ბაზარი ჭკუიდან შეიშალა, მაგრამ, „ბავარია“ არ შეშლილა. ალექსის სანჩესი - ეს დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ის ერთადერთი არაა მაგ პოზიციაზე“ - პასუხობს ჟურნალისტს ანჩელოტი.

პრეს-კონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა რობერტ ლევანდოვსკის აგენტის მაიკ ბარტელის სიტყვებსაც უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „პოლონელი მეტად იმედგაცრუებული იყო, გუნდი მას ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდების მიღებაში, რომ არ დაეხმარა“.

„მსურს, ლევანდოვსკის ფანტასტიური სეზონი მივულოცო. რობერტს, არასოდეს არ დაუჩივლია ჩემთან. მაგრამ არიან ყოველთვის ისეთი აგენტები, რომლებიც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, ეს პირველად არ ხდება, როდესაც კონსულტანტები პრესაში არასწორად საუბრობენ და ეს უკანასკნელიც არ იქნება. იდეალურ სამყაროში, აგენტები არ ლაპარაკობენ. და ასეც, რომ იყოს კლუბთან უნდა ითქვას და არა ჟურნალ-გაზეთებს მიანდო გადასაწყვეტად. ლევანდოვსკი არ დალაპარაკებია თავის კონსულტანტს“, - დასძინა იტალიელმა.

პრეს-კონფერენციის დასრულების შემდგომ სამწვრთნელო შტაბი სავარჯიშო მოედნისაკენ გაემართა, სადაც 2017-18 წლის პირველ წინა სასეზონო ვარჯიშში, ახალი მწვრთნელის ასისტენტის როლი, ყოფილმა „ბავარიელმა“ ვილი სანიოლმა წარმატებით მოირგო.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.