» » ანჩელოტი კორენტინ ტოლისოს შესახებ საუბრობს

ანჩელოტი კორენტინ ტოლისოს შესახებ საუბრობს

2-07-2017, 11:25 -ss- სიახლეები 0

ანჩელოტი კორენტინ ტოლისოს შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, "რეკორდმაისტერის" ახალწვეულის, კორენტინ ტოლისოს შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა FourFourTwo-სთან მიცემულ ინტერვიუში, 58 წლის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელს, იგი განიხილავს, როგორც ჩაბი ალონსოს ღირსეულ შემცვლელს და 22 წლის ნახევარმცველის მისამართით, საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

"კორენტინ ტოლისო ძალზედ ძლიერი ნახევარმცველია. სატრანსფერო ბაზარზე არსებულ ყველა იმ ხელმისაწვდომ ფეხბურთელს შორის, რომელთაც მოედნის ცენტრალურ ზონაში თამაში შეეძლოთ, იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის უნივერსალური ნახევარმცველია, შეუძლია კარგი გადაცემების განხორციელება, შეტევითი მოქმედებების წარმართვა და დაცვითი პოზიციების სწორად შერჩევა. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ტოლისო პროგრესირებას გააგრძელებს. მას აქვს ყველანაირი მონაცემი იმისათვის, რომ ჩაბი ალონსო შეცვალოს."-ციტირებს ზემოაღნიშნული სპორტული გამოცემა "ბავარიელთა" თავკაცის სიტყვებს.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე ხნის წინ, 22 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა, მიუნხენურ კლუბთან ხუთ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გერმანულ გრანდს, საფეხბურთო კლუბ "ლიონიდან" კორენტინ ტოლისოს ტრანსფერი 41,5 მილიონი ევრო დაუჯდა. გარდა ამისა, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ე.წ ბონუს დანამატს, რაც "ბავარიის" სატრანსფერო ისტორიაში, ხსენებულ ფეხბურთელს, ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად აქცევს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.