» » ინტერვიუ ოლივერ კანთან

ინტერვიუ ოლივერ კანთან

2-07-2017, 18:04 dachi8 სხვადასხვა 0

ინტერვიუ ოლივერ კანთან
„ბავარიის“ ლეგენდამ, ყოფილმა გოლკიპერმა ოლივერ კანმა გერმანულ გამოცემა DIE WELT-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გერმანიის ნაკრების ამჟამინდელ გოლკიპერებზე ისაუბრა, ყოფილი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე და ბუნდესლიგის თემასაც შეეხო.




DIE WELT: რა შეიძლება თქვას ყოფილმა მსოფლიოს საუკეთესო კიპერმა, ნაკრების მეკარეების გამოსვლაზე კონფედერაციის თასზე, რომლებსაც შეეძლოთ თავი გამოეჩინათ მანუელ ნოიერის არ ყოფნის დროს?

კანი: მანუელ ნოიერი - დომინანტია თავისი დონითა და გავლენით. ამიტომ აქ ძნელია კონკურირება. ის, რომ ბერნდ ლენო ზოგჯერ შეცდომებს უშვებს, როგორც მატჩში ავსტრალიასთან, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ჩემი კარიერის დასაწყისშიც ნაკრებში ყველაფერი ხავერდოვნად არ მიდიოდა. კევინ ტრაპს „პსჟ“-ში წარმატება ჰქონდა, მასაც აქვს გამოცდილება საერთაშორისო დონეზე. მარკ-ანდრე ტერ სტეგენთან მე დიდი პატივისცემით ვარ განმსჭვალული. მან შეძლო ბარსელონაში ფეხი მოეკიდებინა და 1-ლი ნომერი გამხდარიყო. ახლა ის მაღალ დონეზე თამაშობს. ვფიქრობ, ჩვენ დიდებული გოლკიპერები გვყავს. მაგრამ მანუელი - გამონაკლისია...

DIE WELT: ლენო და ტერ-სტეგენი - არცერთ მათგანს არ უთამაშია შეცდომის გარეშე რუსეთში. ეს თვალში საცემია.

კანი: ალბათ. მანუელ ნოიერი ჩრდილივით დგას მათ წინ. ვფიქრობ, რომ სხვა გოლკიპერებსაც ის შეგრძნება აქვთ, რომ მას პრაქტიკულად ვერ გადაასწრებენ. რა თქმა უნდა, ეს ოდნავ დემოტივაციას იწვევს მათში. ამ სიტუაციასთან გამკლავება არც თუ ისე იოლია.

DIE WELT: როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი ითამაშებს კიდევ მანუელ ნოიერი?

კანი: ახლა რამდენი წლისაა?

DIE WELT: 31 წლის.

კანი: (იცინის) კარგით, მაშინ ჩვენ მაგალითისათვის თუ ბუფონს მოვიყვანთ, წარმომიდგენია თუ მანუელ ნოიერი როგორი თავის ტკივილი იქნება გოლკიპერების მომდევნო თაობისათვის. ჩვენ ეს ადრეც გვინახავს. საკმაოდ იყვნენ გოლკიპერები, რომლებიც დიდი დროის განმავლობაში რჩებოდნენ 1-ელ ნომრად: ზეპ მაიერი, ტონი შუმახერი, ბოდო ილგნერი ან ანდრეას კიოპკე. რთულია წარმატებას მიაღწიო, როდესაც სხვა სისტემატურად თამაშობს მაღალ დონეზე.


DIE WELT: მოდით თქვენს ყოფილ კლუბზე ვილაპარაკოთ მიუნხენის „ბაიერნზე“. როგორ შეაფასებდით სიტუაციას ახალწვეულების გათვალისწინებით? (რუდი, ზიულე, ტოლისო და გნაბრი).

კანი: ისინი ყველა კარგი ფეხბურთელები არიან. ჩვენ ვიცით, რომ „ბავარიის“ სტრატეგია მსოფლიო დონის ვარსკვლავების შეძენაა გარკვეულ პოზიციებზე, ხოლო, სხვა პოზიციებზე თუ გამოვა, საკუთარი აღზრდილებით მომარაგება. თუმცა, მომავალში „ბავარიას“ გაუჭირდება საუკეთესო ფეხბურთელების მიღება მათი ფინანსური ძალის გათვალისწინებითაც კი.

DIE WELT: რატომ?

კანი: იმიტომ, რომ ევროპის ბევრი სხვა კლუბი ასევე დიდი თანხების განმკარგავია, ასე, რომ შეუძლიათ მეტი გადაუხადონ თავიანთ ფეხბურთელებს. დღეს რომელიმე ტოპ-კლუბი ფინანსური მიზეზების გამო თავის ფეხბურთელებს ნაკლებად გაყიდის.

DIE WELT: მთლიანობაში ალექსის სანჩესის შემთხვევაში ცუდი სიტუაციაა. არსენალმა ის არ უნდა გაყიდოს

კანი: არსენალი თანხების ნაკლებობას არ განიცდის. რატომ უნდა გაყიდონ ის?

DIE WELT: იმ შემთხვევაში თუ თვითონ ფეხბურთელს სურს წასვლა

კანი: თუ ფეხბურთელს უნდა წასვლა, კლუბს გაუჭირდება. მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ გამოსყიდვის მაღალი ფასისა და მაღალი ხელფასის სიტუაციებზე

DIE WELT: თქვენი პროგნოზი არაა შთამბეჭდავი, როდესაც „ბავარიის“ მიერ მსოფლიოს კლასის ფეხბურთელების შეძენაზე მიდის ლაპარაკი

კანი: „ბავარია“ ყოველთვის ამტკიცებს თავის სტატუსს - ევროპის ტოპ-კლუბის, რაც საუკეთესო ფეხბურთელებს იზიდავს. მაგრამ სისტემატურად ასეთი დონის შენარჩუნება რთულია.

DIE WELT: რამდენად რთულია?

კანი: ისე გამოიყურება, რომ „ბავარია“ წლიდან წლამდე ჩემპიონი რომ ხდება - ეს თავისთავადია. მაგრამ ამის უკან ძალიან რთული სამუშაო პროცესი დგას. ამის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბუნდესლიგაში 2-3 კლუბი იყოს, რომელიც „ბავარიასთან“ ერთ დონეზე იქნება.

DIE WELT: რა იტყვით დორტმუნდის „ბორუსიაზე“ ან „ლაიფციგზე“?

კანი: „ლაიფციგი“ დიდ პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით გრძელვადიან დისტანციაზე ისინი ვერ შეძლებენ „ბავარიას“ კონკურენცია გაუწიონ. ამ მომენტისათვის ეს მხოლოდ „ბორუსიას“ თუ გამოუვა. მე მომწონს მათი ფილოსოფია. მათ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დადეს ფსონი, რომლებსაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ. სხვა კლუბები კი ძალიან დიდი ინტერვალით ჩამორჩებიან „ბავარიას“.

DIE WELT: მოდით ისევ „ბავარიას“ დავუბრუნდეთ. კლუბმა მწვრთნელის ასისტენტად ყოფილი ფეხბურთელის ვილი სანიოლის დანიშვნით ძალიან გაგვაოცა.

კანი: ის უკვე მუშაობდა მწვრთნელად, მას გამოცდილება გააჩნია სპორტული დირექტორის პოზიციაზეც. ვილი კარგად იცნობს კლუბს და ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ეს დანიშვნა იმ იდეას პასუხობს რაც ადრე იყო გაჟღერებული - მეტი ადამიანი მიიზიდონ კლუბში, რომელთანაც კლუბი ასოცირდება.

DIE WELT: საკვანძო სიტყვა: სპორტული დირექტორი. ეს თანამდებობა კვლავ ვაკანტურია

კანი: ვფიქრობ, რომ აქ ისინი არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას. მათ არ უნდათ სასწრაფოდ წარადგინონ სპორტული დირექტორი მხოლოდ პრეზენტაციის გამო.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.