» » ბაიერნმა გასვლითი ფორმა წარადგინა!

ბაიერნმა გასვლითი ფორმა წარადგინა!

3-07-2017, 14:26 LEV4NI სიახლეები 0

ბაიერნმა გასვლითი ფორმა წარადგინა!
რამდენიმე დღის წინ მიუნხენის ბაიერნმა 2017/18 წლების სეზონისთვის განკუთვნილი საგარეო ფორმა წარადგინა, საინტერესო კი ის გახლავთ რომ ხსენებული მაისურის დიზაინი საშინაო ფორმის მსგავსად კლუბის ისტორიიდან არის აღებული.

საუბარია 1997-99 წლებზე როდესაც მიუნხენური გიგანტის მაისური შავ,წითელ და თეთრ ფერებში იყო გაწყობილი, ამ ორი სეზონის განმავლობაში კი კლუბმა არაერთი ტიტული მოიგო.

დავიწყოთ ზუსტად 20 წლის წინანდელი საფეხბურთო სეზონიდან, იმ პერიოდში მიუნხენული გრანდი ოლიმპიაშტადიონზე თამაშობდა ჯოვანი ტრაპატონის თავკაცობით.

ბავარიამ სეზონი საკმაოდ წარმატებული ასპარეზობით გახსნა, ბუნდესლიგაში გამართული საწყისი 16 დაპირისპირებიდან კლუბმა 35 ქულა აიღო რაც საკმაოდ კარგი შედეგი გახლდათ თუმცა სეზონის გარკვეული მონაკვეთი ტრაპატონის ბიჭებს ჩაუვარდათ, ეს ყველაფერი კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ ჩემპიონის ტიტული ბაიერნის ნაცვლად კაიზერსლაუტერნს მიეღო.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე ბავარიული კლუბის ასპარეზობას კი დადებითს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მართალია რეკორდმაისტერმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა თუმცა 1/4 ფინალურ ეტაპზე ბაიერნი ტურნირიდან ასპარეზობას დორტმუნდის ბორუსიამ გამოთიშა (ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 0:1)

პოკალის თასზე კი კლუბი შეუდარებელი ასპარეზობით გამოირჩა, პირველ ეტაპზე ბაიერნმა ვალდბერგს მისსავე სტადიონზე 35000 გულშემატკივრის თვალწინ 15 ბურთიანი სხვაობით მოუგო!!! (1:16)
ამის შემდეგ ბავარიამ ძალიან დაძბული ბრძოლა მოიგო ვოლფსბურგის წინააღმდეგ, თუმცა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობის აღმოფხვცრა მოახერხა, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება კი ტრაპატონის გუნდმა პენალტების სერიაში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

მომდევნო მატჩებში კლუბმა დამაჯერებლად მოუგო ისეთ გუნდებს როგორების იყვნენ: კაიზერსლაუტერნი (1:2), ლევერკუზენის ბაიერი (2:0), შტუტგარტი (3:0)

რაც შეეხება ფინალურ ეტაპს, გადამწყვეტ მატჩში ბავარიამ დუისბურგის დამარცხება მარიო ბასლერის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლის საშუალებით მოახერხა, 2:1.

ძნელი მისახვედრი არ არის რომ მიუნხენული კლუბის ხელმძღვანელებს მხოლოდ გერმანიის თასის მოგება არ დააკმაყოფილებდა, სწორედ ამ მიზეზით 1998/99 წლების სეზონის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯოვანი ტრაპატონიდან ლეგენდარულ ოტმარ ჰიცფელდს გადაეცა.

შვეიცარიელმა კი კლუბში გარკვეული ცვლილებები განახორციელა რომელმაც ბაიერნის თამაში კიდევ უფრო უკეთესი გახადა, სწორედ ამ მიზეზის გამო ბავარიამ 15 ქულიანი სხვაობით გაასწრო მეორე ადგილზე მყოფ ლევერკუზენს. გერმანიის ჩემპიონატი სამხრეთელმა ვარსკვალებმა 78 ქულით დაასრულეს.

გერმანულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან კარგად იასპარეზა, ჰიცფელდის შეგირდები ფინალში ძალიან დამაჯერებლად გავიდნენ თუმცა...

კლუბი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ დამარცხდა, ამ მატჩის გახსენება კი ბევრი გულშემატკივრისთვის ძალიან არასასიამოვნოა. ბარსელონაში ბაიერნმა ლიგის ტიტული ბოლო ორ წუთში გაშვებული გოლების შემდეგ დათმო.

ბაიერნმა იმ სეზონში ვერც პოკალის თასის მოგება მოახერხა, მიუხედავად იმისა რომ შვეიცარიელი სპეციალისტის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა თითოეული ეტაპი ძალიან დამაჯერებლად გაიარა ფინალურ ეტაპზე კლუბი ვერდერის ბრემენთან პენალტების სერიაში დამარცხდა ანგარიშით 4:5.

როგორც ხედავთ ბაიერნმა იმ მაისურით რომლითაც მომდევნო სეზონში გასვლით მაატჩებს გამართავს ყველა ტიტული მოიგო გარდა უეფას ჩემპიონთა ლიგისა, ახლა კი იმედი ვიქონიოთ რომ რეკორდმაისტერი ნავსს გატეხავს და შავ-წითელი უნიფორმით ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.