» » გერმანიის ნაკრები კონფედერაციის თასის მფლობელია!

გერმანიის ნაკრები კონფედერაციის თასის მფლობელია!

3-07-2017, 16:54 dachi8 სიახლეები 0

გერმანიის ნაკრები კონფედერაციის თასის მფლობელია!
იოშუა კიმიხი, სებასტიან რუდი და ნიკლას ზიულე გამარჯვებას ზეიმობენ, არტურო ვიდალი კი იმედგაცრუებულია. კონფედერაციის თასის ფინალში მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა - გერმანიის ნაკრებმა ამერიკის თასის გამარჯვებულს ჩილეს ნაკრებს 1:0 მოუგო. სანკტ-პეტერბურგში „კრესტოვსკის“ სტადიონზე ლარს შტინდლმა მე-20 წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა, ჩილეს ნაკრების ფეხბურთელის უხეში შეცდომის შემდეგ.

ამასთან, ჩილეს ნაკრები დომინირებდა მოედანზე და ბუნდესთიმს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. გერმანიის ნაკრები პირველად თავის ისტორიაში კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა.

მექსიკის ნაკრებთან ნახევარფინალში მატჩთან შედარებით (4:1) იოაჰიმ ლიოვმა მხოლოდ 1 ცვლილება განახორციელა სასტარტო შემადგენლობაში. შკოდრან მუსტაფიმ ბენიამინ ჰენრიქსის ადგილი დაიკავა, ხოლო კიმიხი ნახევარდაცვაში დაბრუნდა. „ბავარიის“ ახალწვეული სებასტიან რუდი ცენტრალური ნახევარმცველის როლში მოგვევლინა, ნიკლას ზიულე შეცვლაზე მე-2 ტაიმში შემოვიდა. ჩილეს ნაკრები იმავე შემადგენლობით გამოვიდა, რა შემადგენლობითაც პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა (3:0 პენალტები).

ვიდალმა და კამპანიამ შეხვედრა მეტად აგრესიულად დაიწყეს, გერმანიის ნაკრები პირველ წუთებზე მხოლოდ თავს იცავდა. სრულიად მოულოდნლად მე-20 წუთზე ტიმო ვერნერმა, ჩილეს ნაკრების მცველის დიაზის შეცდომით ისარგებლა და დროულად გაუკეთა გადაცემა შტინდლს, რომელსაც მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ ბურთი ცარიელ კარში გადაეგზავნა.

კარგი მომენტები ჰქონდა ასევე ლეონ გორეცკას (36./45.) და იულიან დრაქსლერს (40.). მინდვრის შეცვლის შემდეგ დრაქსლერი (56.) ახლოს იყო იმასთან, რომ მე-2 გოლი გაეტანა. რაც უფრო ახლოვდებოდა ფინალი, მით უფრო მძაფრდებოდა ვნებათაღელვა. კიმიხმა, რუდიმ და ვიდალმა ყვითელი ბარათები მიიღეს. თამაშის ბოლო წუთებზე ჩილელებმა ნამდვილი შტურმი მოაწყეს ტერ სტეგენის კართან, მაგრამ ერთსულოვანი გუნდური თამაშის წყალობით ბუნდესთიმმა გაუძლო და გამარჯვება მოიპოვა!
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.