» » ული ჰიონესი ტრანსფერებზე, სეზონზე და ჩინეთზე...

ული ჰიონესი ტრანსფერებზე, სეზონზე და ჩინეთზე...

4-07-2017, 00:17 dachi8 სიახლეები 0

ული ჰიონესი ტრანსფერებზე, სეზონზე და ჩინეთზე...
ყურებამდე გაღიმებულ ული ჰიონესს ფოტოგრაფები აქტიურად უღებდნენ ფოტოებს - ატმოსფერო ვიტელბახერპლატცსა და კარდინალ-დიოპფნერ-შტრასეზე მეგობრულზე მეტი იყო და სავსებით არ ჰგავდა 117 წლის წინანდელს. მაშინ 1900 წლის 27 თებერვალს, ამ ადგილზე საფეხბურთო კლუბი მიუნხენის „ბავარია“ დაფუძნდა. ორშაბათს, „ბავარიის“ პრეზიდენტმა ული ჰიოონესმა კომპანია „სიმენსის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად ის ადგილი მოინახულა, სადაც 100 წლეულის წინ დიადი კლუბის ისტორიას ჩაეყარა საფუძველი.

მაშინ 11-მა ახალგაზრდამ კლუბის პირველ პრეზიდენტთან, ფრანც იონთან ერთად, მიუნხენის ათლეტური კლუბი დატოვა, რომლის ხელმძღვანელობაც მათ აზრებს არ იზიარებდა. ფეხბურთელები კაფე „გიზელისაკენ“ გაემართნენ, სადაც თავისი საკუთარი კლუბი ჩამოაყალიბეს. ახლა აქ „სიმენსის“ ოფისია განთავსებული, რომელთანაც დღეს „ბავარიამ“ პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ული ჰიონესმა ამ მოვლენის ფარგლებში ასევე კლუბის სხვა გეგმებზეც ისაუბრა.

ული ჰიონესი გერმანიის ნაკრების წარმატებაზე, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატსა და კონფედერაციის თასზე:

„ეს ორი შესანიშნავი მოვლენაა მთლიანად გერმანული ფეხბურთისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია U21 გუნდის თამაში. ჩვენი გუნდი დომინირებდა ესპანეთთან მატჩში, რომლებიც ევროპაში საუკეთესოებად ითვლებიან და საბოლოოდ დამსახურებულად გაიმარჯვეს. იოაჰიმ ლიოვის მიერ წარდგენილმა გუნდმაც შესანიშნავად წარადგინა გერმანია ტურნირზე. ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, თუ რა ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს როგორც ახალგაზრდულ გუნდში, ისე ნაკრებშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად მომზადებულები ვართ მომავალი 5-10 წელი“.

... იოშუა კიმიხზე:
„ეს დიდებული მაგალითია იმისა, რომ მოთმინება უნდა გამოამჟღავნო და შანსი მისცე ახალგაზრდა ფეხბურთელს. ძალიან ბედნიერი ვიყავი მომესმინა კარლო ანჩელოტისაგან ის ფაქტი, რომ მას სურს მუდმივ საწყისებზე იოშუა დაცვის მარჯვენა ფლანგზე გამოიყენოს. საკუთარ ძალებში ამ თავდაჯერებით ის კონფედერაციის თასზე გაემგზავრა. შედეგები კი ყველამ იხილეთ“.

... კორენტინ ტოლისოზე:
„მასზე მე მრავალრიცხოვანი ცნობები მოვიძიე და მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები მივიღე. სულმოუთმენლად ველი საქმეში მის ხილვას. მე იმისკენ ვიხრები, რომ არ შევიძინოთ ცნობადი ფეხბურთელები, რომელთა ფასი 60, 70, 80 მილიონი ევროს ტოლია და რომლებიც უკვე 26, 27, 28, 29 წლისები არიან, არამედ ვცადოთ უფრო ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების ჩართვა. ჩვენ 22 წლის ფეხბურთელი შევიძინეთ კარგი რეპუტაციით და ვთვლი, რომ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა“.

... სებასტიან რუდიზე:
„არა ის ტრანსფერია საუკეთესო, რომელიც ყველაზე ძვირად ფასობს, არამედ ის რომელსაც საუკეთესო შედეგი მოაქვს. დარწმუნებული ვარ, სებასტიან რუდი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომლის თამაშიც თავის თავზე თავად მეტყველებს“.

... ლეონ გორეცკას ტრანსფერის შესახებ:
„უნდა გაიგოთ, არაფერი არ მაქვს, რომ ამის შესახებ რაიმე გითხრათ, მაგრამ ლეონ გორეცკამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუსეთში კონფედერაციის თასის ტურნირზე, ყველამ დაინახა ვინც მატჩებს თვალს ადევნებდა“.

... გუნდის ახალი კადრებით გაძლიერებაზე:
„თუ მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ კლუბს ოფციად აქვს ჯერ კიდევ აქტიური იყოს სატრანსფერო ბაზარზე - ის მართალია, მაგრამ გუნდი უკვე საკმაოდ კარგია. ორივე ოფციაა შესაძლებელი“.

... ალექსის სანჩესზე:
„მე საქმის კურსში არ ვარ. კარლ-ჰაინც რუმენიგე ჯერ არ მოსულა ჩემთან ამასთან დაკავშირებით. ასე, რომ სჩანს საქმეები ცხელ ფაზაში არ უნდა იყოს“.

... გიჟურ ფასებზე: „თუ წინასწარ ჟღერდება ხელფასის ვალდებულებები 20 მილიონზე მეტი, მაშინ რა თქმა უნდა, ეს თანხები „ბავარიის“ მიერ მიღებული არ იქნება“.

... რენატუ სანჩესის შესახებ:
„რთული კითხვაა, რადგან კარლო ანჩელოტიც ასევე ზეწოლის ქვეშაა, რადგან წარმატების მიღწევა სურს და გარედან მითითებეს ვერ მისცემ თუ რომელი ფეხბურთელი დააყენოს. მე იმ პოზიციას ვემხრობი, რომ ვაცადოთ მას და თავის გამოჩენის საშუალება მივცეთ კიდევ ერთი წელი. მან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ წინა სეზონში ევროპის ჩემპიონატზე გამოდიოდა და კარგად მომზადება ვერ მოასწრო გუნდთან ერთად, შემდეგ კი დიდი ხნით ტრავმირებული იყო“.

... ვილი სანიოლზე:
„ეს უკვე ცხადი იყო, რომ სეზონის ბოლოს ვიღაც მოვიდოდა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ სანიოლი კარგი ვარიანტია „ბაიერნისათვის“.

... კინგსლი კომანის პირად პრობლემებზე:
„თუ რაიმე პირადულია, ის პირადულადვე რჩება. ჩვენ მას დავიცავთ, ვიცი, რომ კლუბში მზად არიან ფეხბურთელზე იზრუნონ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ის უამინდობაში გარეთ არ დარჩება“.

... დუგლას კოსტას გაყიდვის თაობაზე:
„იმ დრომდე სანამ ის სხვაგან არ მოაწერს ხელს ხელშეკრულებაზე, „ბავარიაში“ იქნება. კარლ-ჰაინც რუმენიგემ მისი გამოსასყიდი თანხა გააჟღერა, ჩვენ მასში დიდი თანხები დავხარჯეთ და ამიტომ უფრო მეტის მიღება გვსურს“.

... სეზონის გეგმები:
„თუ ჩვენ გერმანიის ჩემპიონები გავხდებით, მე უკვე დიდად კმაყოფილი ვიქნები. ჩვენ რესტრუქტურიზაციის ზღურბლზე ვართ და კარგი იქნება თუ გუნდს ზეწოლის ქვეშ არ მოვაქცევთ. სრულიად ბუნებრივია, რომ როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ მიზნად ერთ ტიტულზე მეტს დავისახავთ“.

... ჩინეთში ტურნეს შესახებ:
„არ შეიძლება ვილაპარაკოთ ინტერნაციონალიზაციაზე და ამასთან არ გავემგზავროთ იქ, სადაც გულშემატკივრები გვეგულებიან. თუ შენ გსურს, რომ ახალ ბაზარზე ფეხი მოიკიდო, მაშინ იქ უნდა გაემგზავრო. მაგრამ მე ასევე კმაყოფილი ვარ იმ ფაქტით, რომ ამ წელს ჩვენ ამხანაგური მატჩები გველოდება პერიფერიებში - ვოლფრატსჰაუზენში და ერლანგენში. ზუსტად ასეთად წარმომიდგენია მე „ბავარია“.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.