» » რუდი და ზიულე მეგა მოლოდინში არიან

რუდი და ზიულე მეგა მოლოდინში არიან

4-07-2017, 00:52 dachi8 სიახლეები 0

რუდი და ზიულე მეგა მოლოდინში არიან
სებასტიან რუდიმ და ნიკლას ზიულემ კვირას, 2 ივლისს კონფედერაციის თასის მოგება იზეიმეს გერმანიის ნაკრებში, მაგრამ „ბაიერნის“ ახალწვეულები იმედოვნებენ, რომ მომავალში მათ მეტი წარმატებები ელოდებათ. 1 ივლისიდან ორივე ოფიციალურად „ბავარიის“ ფეხბურთელები არიან და ივლისის ბოლოს, დამსახურებული შვებულების შემდგომ ისინი გუნდს შეუერთდებიან.

„სულმოუთმენლად ველი მოახლოებულ ამოცანებს და მსურს შემდეგი ნაბიჯი გადავდგა ჩემს კარიერაში“, - ყვება ზიულე კლუბის კანალთან ინტერვიუში. „ყოველ დღე საუკეთესო ფეხბურთელებთან ვარჯიშისას შენ მხოლოდ უკეთესი თუ გახდები“ – 21 წლის მცველმა ყოყმანის გარეშე გადადგა ეს ნაბიჯი.

ზიულემ რიგი მოლაპარაკებები გაიარა „ბავარიის“ ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ოჯახისა და მეგობრების აზრებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა მის გადაწყვეტილებაზე. „მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის მატჩები მაქვს ჩატარებული, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი გავხდი. ვიცი რაც მელოდება და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც დიდი პატივია, რომ ასეთი დიდებული კლუბი ჩემით დაინტერესდა“, - განაცხადა ნიკლასმა.

მისი მეგობარი სებასტიან რუდიც ასევე სულმოუთმენლად ელოდება „მსოფლიოში საუკეთესო გუნდში“ მუშაობის დაწყებას. „მე მეგა მოლოდინში ვარ ამ ახალი გამოწვევით“, - მოყვა 27 წლის ნახევარმცველმა. „ველოდები, რომ განვითრებას განვაგრძობ და რომ უფრო მეტის გაღება შემიძლია. ვიცი, რომ მე ამას შევძლებ, ხოლო „ბავარია“ ამისათვის საუკეთესო პირობებს შემომთავაზებს“.

რუდი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია წარმოუდგენელი გამარჯვებების წყურვილით „ბავარიაში“. „მათ ყველაფრის მოგება სურთ. კლუბს მსოფლიო კლასის მენტალიტეტი გააჩნია და მოხარული ვარ, რომ მისი ნაწილი ვიქნები“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.