» » ვიდალი: ჩვენ მეგობრებად ვრჩებით

ვიდალი: ჩვენ მეგობრებად ვრჩებით

4-07-2017, 15:37 dachi8 სიახლეები 0

ვიდალი: ჩვენ მეგობრებად ვრჩებით
2 ივლისს კონფედერაციის თასის ფინალში ჩილეს ნაკრები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა, „ბავარიის“ თანაგუნდელები არტურო ვიდალი და იოშუა კიმიხი აღნიშნულ ტურნირზე უკვე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს, პირველად ჯგუფურ ეტაპზე. თუმცა, ნაკრების დაპირისპირება თანაგუნდელების დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

სანკტ-პეტერბურგში „კრესტოვსკის“ სტადიონზე გერმანიის ფეხბურთელმა ლარს შტინდლმა მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა, მატჩის 58-ე წუთზე კი ჩილეს ნაკრების გოლკიპერს კლაუდიო ბრავოსა და გერმანიის ნაკრების მარჯვენა მცველს იოშუა კიმიხს პატარა წაკინკლავება მოუვიდათ, მსაჯმა მათ წაკინკლავებას მხოლოდ მაშინ მიაქცია ყურადღება, როდესაც უკვე არტურო ვიდალიც საქმეში იყო ჩართული. ჩილელი ნახევარმცველი თავის თანაგუნდელს დამშვიდებისაკენ მოუწოდებდა, თუმცა დამშვიდების მაგივრად საქმე გაამწვავა და მათი უხეში დაპირისპირების გამო ორივემ ყვითელი ბარათიც კი დაიმსახურა.

ვიდალი: ჩვენ მეგობრებად ვრჩებით


ვიდალი: ჩვენ მეგობრებად ვრჩებით


ვიდალი: ჩვენ მეგობრებად ვრჩებით


ვიდალი: ჩვენ მეგობრებად ვრჩებით


ვიდალი: ჩვენ მეგობრებად ვრჩებით


ვიდალი: ჩვენ მეგობრებად ვრჩებით


ვიდალი: ჩვენ მეგობრებად ვრჩებით


გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან ინტერვიუსას ჩილეს ნაკრების ნახევარმველმა არტურო ვიდალმა აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა:

„ეს ღირსეული ბრძოლა იყო. ატმოსფერო დაძაბულობის პიკში იყო. რაღაც უნდა გაგვერკვია ერთმანეთში. თამაშის შემდეგ არ შევხვედრილვართ, მაგრამ 20 დღის შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს. მე მხოლოდ ის ვუთხარი მას, რომ ნაკლები ელაპარაკა და მეტი ეთამაშა. მაგრამ ყველაფერი ნორმალურადაა. ჩვენ ვნებების ზღვარზე ვიყავით და კვლავ მეგობრებად ვრჩებით“, - განაცხადა ვიდალმა.

კიმიხმაც ასევე დააკომენტარა აღნიშნული სიტუაცია:

„ეს პრობლემა არ იქნება „ბავარიის“ პირველ ვარჯიშზე. მე მისთვის არაფერი არ მითქვამს, მან რამოდენიმე სიტყვა მითხრა, თუმცა ეს მე არ მაღელვებს. ასეთი ხშირად ხდება ფეხბურთში“, - განაცხადა 22 წლის გერმანელმა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.