» » პოლონეთში ერთ-ერთ ქუჩას რობერტ ლევანდოვსკის სახელი ეწოდა

პოლონეთში ერთ-ერთ ქუჩას რობერტ ლევანდოვსკის სახელი ეწოდა

4-07-2017, 16:27 LEV4NI სიახლეები 0

პოლონეთში ერთ-ერთ ქუჩას რობერტ ლევანდოვსკის სახელი ეწოდა
მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდი მის სამშობლოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პატივსაცემი პიროვნებაა, პოლონეთის ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეული წარმატებებიც დიდწილად სწორედ რობერტ ლევანდოვსკის კარგ თამაშთანაა დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ პოლონეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქის კუზნია-რასიბორსკას ერთ-ერთ ქუჩას რობერტ ლევანდოვსკის სახელი ეწოდა, გადაწყვეტილება კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პეტიციაზე ხელის მოწერის შემდეგ ოფიციალურად დადგინდა.

ქუჩა რომელზეც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ცხოვრობს ამ დრომდე პოლონელი გენერლის კაროლ სვიერცევსკის სახელს ატარებს თუმცა ახლო მომავალში მას პოლონელი ფეხბურთელი ჩაანაცვლებს.

კუზნია-რასიბორსკა კი როგორც უკვე ავღნიშნეთ პოლონეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქია რომელიც სილეზიის სავოევოდოს მხარეს მიეკუთვნება, 2006 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად კი ხსენებულ ქალაქში 5500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

შეგახსენებთ რომ რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ 6-ჯერ გახდა, ლეხ პოზნანის ყოფილმა მოთამაშემ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა რომელიც 2016 წელს საფრანგეთში გაიმართა.

აქვე გეტყვით იმასაც რომ ცენტრალური ევროპის წარმომადგენლები ასევე ძალიან ახლოს არიან რუსეთში 2018 წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებასთან.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.