» » მსოფლიო პრესა გერმანიის ნაკრების შესახებ...

მსოფლიო პრესა გერმანიის ნაკრების შესახებ...

4-07-2017, 23:54 dachi8 სიახლეები 0

მსოფლიო პრესა გერმანიის ნაკრების შესახებ...
გერმანიის ნაკრების მიერ კონფედერაციის თასის მოგების შემდეგ, მსოფლიო პრესა ბუნდესთიმზე ალაპარაკდა. აღსანიშნავია, რომ „ბავარიის“ შემადგენლობიდან კონფედერაციის თასის მფლობელები იოშუა კიმიხი და რეკორდმაისტერის ახალწვეულები ნიკლას ზიულე, და სებასტიან რუდი გახდნენ. წარმოგიდგენთ მსოფლიო პრესის ქრონიკებს.




ესპანეთი:


Marca: „გერმანია ყოველთვის იმარჯვებს. Die Mannschaft-ი თავისი ახალგაზრდა მარგალიტებით 3 დღეში ევროპის U21 ჩემპიონი და კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა. ექსტაზის 48 საათი. ლიოვმა თავისი ვარსკვლავები სახლში დატოვა და რუსეთში დომინირებდა. ნოიერი, ოზილი, კროოსი, ხედირა, მიულერი... ისინი ისვენებდნენ და თვალს ადევნებდნენ, თუ მოზარდები როგორ ხდებოდნენ მამაკაცები, ჩილესთან ფინალურ მატჩში. ვერც მესიმ და ვერც კრიშტიანუ რონალდუმ ვერ მოუხერხეს ვერაფერი 'La Roja'-ს, მაგრამ გერმანიამ იცოდა, თუ როგორ ეთამაშა ჩილეს წინააღმდეგ“.


AS: „გერმანიამ თავისი უპირატესობა გაიმყარა. ჩილეს ნაკრები არა მხოლოდ უკეთესი გუნდი იყო კონფედერაციის თასზე. შესაძლოა, ის დომინირებდა კიდეც ფინალში. მაგრამ ფეხბურთში არის მომენტები, როდესაც გჯერა რომ გარი ლინეკერი - ფილოსოფია. მომაკვდინებელმა წუთმა წითლების ბედი გადაწყვიტა და მე-2 ადგილზე გაამგზავრა“.

Sport: „გერმანიამ ხელი ჰკრა ჩილეს და კონფედერაციის თასი მოიგო. მათ ვისაც მომდევნო წელს სურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს, დიდი ჯაფა დაადგება. გერმანია, რომელიც კონფედერაციის თასზე მე-2 შემადგენლობით ასპარეზობდა, დაავიწყდა რომ თავისი მძიმე არტილერია სახლში დატოვა. ეს ილუზია და ფიზიკური ძალა საკმარისი აღმოჩნდა ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის რომ ტიტული მოეპოვებინათ მსოფლიოს ჩემპიონატამდე“.


ჩილე


La Cuarta: „გერმანიამ ჩილეს მოუგო და თასი მოიპოვა. მიონხენგლადბახის „ბორუსიის“ ფეხბურთელმა ჩვენი ოცნებები ჩაკლა. ეს მძიმე თამაში იყო, რომელიც ერთი შეცდომის შემდეგ გადაწყდა. ერთმა წყეულმა შეცდომამ დაცვაში გერმანელები გამარჯვებამდე მიიყვანა. გერმანიამ ის ერთადერთი ტიტულიც აიღო, რომელიც მათ კოლექციაში არ იმყოფებოდა. ხარა წითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ მხოლოდ ყვითელი ბარათი იხილა. მარსელო დიასი კი მეტად იმედგაცრუებული იყო თავისი უდიდესი შეცდომის შემდეგ“.


La Nación: „ასე არ უნდა ყოფილიყო. 'La Roja'-მ კონფედერაციის თასის ფინალში წააგო. ჩილეს ნაკრებმა მარსელო დიასის შეცდომის გამო წააგო პირველ ტაიმში. თუმცა, ჩილეს ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა. ჩვენ წავაგეთ, მაგრამ შესანიშნავად ვიასპარეზეთ. პეტერბურგის ეს ღამე შავი იყო მარსელო დიასისათვის“.

La Tercera: „ჩილე ცარიელი ხელებით რჩება! ბრძოლა არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, ჩილეს ნარებმა კარგი მატჩი ჩაატარა, მარსელო დიასმა იზრუნა ანგარიშზე. ვიდალი - უგვირგვინო მეფეა. ეს სილის გარტყმა ნარკოზის გარეშე იყო. დიასის შეცდომამ ყველაფერი გაანადგურა, ხოლო გარი ლინეკერის ცნობილი სიტყვები პირქუში რეალობა გახდა“.


ინგლისი


Mirror: „გერმანიამ კონფედერაციის თასი ბავშვებთან ერთად მოიგო. იოაჰიმ ლიოვის ბიჭებმა დიდ ზეწოლას გაუძლო, როდესაც ჩილელები მათ ძლიერად უტევდნენ და პრესინგს ახორციელებდნენ“.

Guardian: „გერმანიამ კონფედერაციის თასი მოიგო. ლარს შტინდლმა შეცდომის გამო დასაჯა და ჩილეს გამარჯვება ხელიდან გამოაცალა. არანაირი ეჭვი არ არსებობს: გერმანია - მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო ქვეყანაა“.

Telegraph: „მარსელო დიასის საშინელი შეცდომა და დომინირების გამოუყენებლობის უუნარობა ჩილეს ნაკრებს ძვირი დაუჯდა. გერმანელებს დამსახურებულად აქებენ. გაიმარჯვო ასეთ ტურნირზე ასეთი გამოუცდელი გუნდით - უზარმაზარი მიღწევაა“.


იტალია


Gazzetta dello Sport: „გერმანია, უსასრულო გამარჯვებები. გერმანელებს შეუძლიათ მე-2 შემადგენლობითა და დიდი რაოდენობის ექსპერიმენტებითაც მოიგონ ტურნირები და მაშინაც კი, როდესაც ისინი არც თუ ისე კარგად თამაშობენ, როგორც ჩილესთან მატჩში. იოაჰიმ ლიოვის გუნდი - ლაბორატორიაა, რომელიც მშვენივრად მუშაობს, შესანიშნავი საფეხბურთო სკოლა“.


Tuttosport: „გერმანიის ნაკრებმა 1 წლით ადრე მსოფლიოს ჩემპიონატამდე შესანიშნავ ფორმაში კონფედერაციის თასი მოიგო. ლიოვმა ფსონი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დადო, რომლებსაც შესწევთ ძალა იბრძოლონ ისევე, როგორც ბოატენგმა, მიულერმა და ხედირამ. ასეთი თაობით შეიძლება გამოცდილი ფეხბურთელებისთვისაც კი არ დარჩეს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე“.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.