» » T-Online: ჰიტცფელდი იურგენ კლოპის შესახებ საუბრობს

T-Online: ჰიტცფელდი იურგენ კლოპის შესახებ საუბრობს

5-07-2017, 08:25 -ss- სიახლეები 0

T-Online: ჰიტცფელდი იურგენ კლოპის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ოტმარ ჰიტცფელდი, საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" გერმანელი თავკაცის, იურგენ კლოპის შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა T-Online-თან მიცემულ ინტერვიუში, 68 წლის სპეციალისტი, კლოპის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს და აღნიშნავს, რომ სამომავლოდ მას, მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთენლის თანამდებობაზე ხედავს.

"კლოპი კარგად იცნობს ბუნდესლიგას. მას მოგებული აქვს როგორც გერმანიის ჩემპიონატი, ისე ქვეყნის თასი. მე ვფიქრობ და ამავე დროს ველი, რომ ერთხელაც იგი მიუნხენის "ბაიერნს" ჩაუდგება სათავეში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან იგი ინგლისის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება. იურგენი "ლივერპულში" რაღაც განსაკუთრებულს ქმნის, მას შეუძლია გუნდსათვის შესანიშნავი მოტივატორი იყოს. იგი საქვეყნოდ აღიარებულია. ინგლისში, საკუთარი თავის რეალიზაცია, მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, მან კი ეს შეძლო"-ციტირებს ოტმარ ჰიტცფელდის სიტყვებს გამოცემა T-Online.

იურგენ კლოპი, ინგლისური საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობს. 2016-2017 წლის განვლილ სეზონში, მისი თაოსნობით "წითლებმა", მოპოვებული 76 ქულით, სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილი დაიკავეს. ჩატარებული 38 შეხვედრიდან, კლოპის შეგირდებმა 22 თამაშის მოგება მოახერხეს, ფრეს დასჯერდნენ 10-ჯერ, ხოლო 6 შეხვედრაში დამარცხება იგემეს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.