» » “ბავარია“ ვიტსელით ინტერესდებოდა

“ბავარია“ ვიტსელით ინტერესდებოდა

5-07-2017, 14:25 dachi8 სიახლეები 0

“ბავარია“ ვიტსელით ინტერესდებოდა
„ზენიტის“ ყოფილი ნახევარმცველი აკსელ ვიტსელი, რომელიც ამჟამად „ტიანცზინ ზიუანცზიანში“ ასპარეზობს, „ბავარიის“ ინტერესების სფეროში მოექცა. მიუნხენური კლუბის დამრიგებელი კარლო ანჩელოტი პირადად იყო დაინტერესებული ბელგიელი ფეხბურთელით.

„ანჩელოტის სურდა, რომ „ბავარიაში“ გადავსულიყავი. ეს იმის დამადასტურებელია, რომ მე ევროპულ ტოპ-გუნდებში არ დავვიწყებივარ, იმის მიუხედავად, რომ ჩინეთში ვთამაშობ. მაგრამ ფაბიო კანავარომ („ტიანცზინ ზიუანცზიანის“ მწვრთნელი) უპასუხა ანჩელოტის, რომ მას სჭირდება ჩემი თავი“.

„ბავარია“ ყოველთვის რჩება „ბავარიად“. ადრე მე ახლოს ვიყავი „იუვენტუსში“ გადასვლასთან, მაგრამ „ბავარია“ - ეს ზემოთ გადადგმული ნაბიჯია. მე უბრალოდ მსურდა დამენახებინა, რომ აქ მე არ დავვიწყებივარ“, - ციტირებს ვიტსელის სიტყვებს Voetbalzone.

ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი აკსელ ვიტსელი 2017 წლის იანვარში გადავიდა „ზენიტიდან“ ჩინურ კლუბში და „ტიანცზინ ზიუანცზიანთან“ 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, სადაც როგორც პრესაში იწერებოდა მას ხელფასის სახით წლიურად 25 მილიონი ევრო დაენიშნა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.