» » ცოტა რამ აუდის თასის შესახებ

ცოტა რამ აუდის თასის შესახებ

5-07-2017, 15:04 LEV4NI სიახლეები 0

ცოტა რამ აუდის თასის შესახებ
ალიანს არენა 1-2 აგვისტოს საკმაოდ საინტერესო გათამაშებას მასპინძლობს, საუბარია აუდის თასზე რომელსაც ტურნირის სახე ზუსტად 8 წლის წინ 2009 წელს მიეცა.

დავიწყოთ იქედან რომ ბავარიული ავტომწარმოებელი „აუდი“ მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი პარტნიორია, მიუნხენულ საფეხბურთო კლუბსა და ინგოლშდადტურ ავტომწარმოებელს შორის ურთიერთობა კი 2002 წლიდან იღებს სათავეს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ აუდის თასის გათამაშება 2009 წლიდან იღებს სათავეს, თუმცა ტურნირი ყოველწლიური არ არის, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში აუდის თასი სულ 4-ჯერ 2009, 2011, 2013 და 2015 წლებში ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობას მუდმივად 4 გუნდი ღებულობს, თითოეული დაპირისპირება კი ტრადიციულად ალიანს არენაზე იმართება, აღსანიშნავია ისიც რომ გათამაშების დაარსება აუდის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მაშ ასე გავეცნოთ მცირე სტატისტიკურ მონაცემებს...

-2009 წელი
ჩატარების ტარიღი: 29-30 ივლისი
მონაწილე გუნდები:
1)მიუნხენის ბაიერნი (გამარჯვებული)
2)მანჩესტერ იუნაიტედი (მეორე ადგილი)
3)ბოკა ხუნიორსი (მესამე ადგილი)
4)მილანი (მეოთხე ადგილი)
გატანილი გოლების რაოდენობა: 10 (2.5 გოლი საშუალოდ ერთ მატჩში)
დასწრება: 252 000 კაცი (63 000 საშუალოდ ერთ მატჩში)
ბომბარდირი: ტომას მიულერი (2 გოლი)

-2011 წელი
ჩატარების ტარიღი: 26-27 ივლისი
მონაწილე გუნდები:
1) ბარსელონა (გამარჯვებული)
2) მიუნხენის ბაიერნი (მეორე ადგილი)
3) ინტერნასიონალი (მესამე ადგილი)
4) მილანი (მეოთხე ადგილი)
გატანილი გოლების რაოდენობა: 12 (3 გოლი საშჺალოდ ერთ მატჩში)
დასწრება: 264 000 (66 000 საშუალოდ ერთ მატჩში)
ბომბარდირი: ტიაგო (3გოლი)

-2013 წელი
ჩატარების ტარიღი: 31 ივლისი-1 აგვისტო
მონაწილე გუნდები:
1) მიუნხენის ბაიერნი (გამარჯვებული)
2) მანჩესტერ სიტი (მეორე ადგილი)
3) მილანი (მესამე ადგილი)
4) საო პაულო (მეოთხე ადგილი)
გატანილი გოლების რაოდენობა: 14 (3.5 გოლი საშჺალოდ ერთ მატჩში)
ბომბარდირი: ედინ ჯეკო, სტაფან ელ-შაარავი, მარიო მანჯუკიჩი (2 გოლი)

-2015 წელი
ჩატარების ტარიღი: 4-5 აგვისტო
მონაწილე გუნდები:
1) მიუნხენის ბაიერნი (გამარჯვებული)
2) მადრიდის რეალი (მეორე ადგილი)
3) ტოტენჰემი (მესამე ადგილი)
4) მილანი (მეოთხე ადგილი)
გატანილი გოლების რაოდენობა: 8 (2 გოლი საშჺალოდ ერთ მატჩში)
ბომბარდირი: რობერტ ლევანდოვსკი (2 გოლი)

მომდევნო გათამაშება კი 2017 წლის 1 აგვისტოს აიღებს სტარტს, ალიანს არენას ტრადიციულად 4 გუნდი ეწვევა რომელთა ვინაობა უკვე ცნობილია: მიუნხენის ბაიერნი, მადრიდის ატლეტიკო, ლივერპული და ნაპოლი.

1 აგვისტოს ნახევარფინალური მატჩები გაიმართება, პირველ წყვილში ერთმანეთს მადრიდის ატლეტიკო და ნაპოლი დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ფინალისტი მიუნხენის ბაიერნისა და ლივერპულს შორის გამართული მატჩის შემდეგ გაირკვევა.

2 აგვისტოს კი ალიანს არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი მესამე ადგილისთვის და ჩემპიონის ტიტულისთვის გასამართ დაპირისპირებებს იხილავენ.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.