» » ალკანტარა: „ბავარია“ ერთ დონეზეა „ბარსელონასთან“ და „რეალთან“

ალკანტარა: „ბავარია“ ერთ დონეზეა „ბარსელონასთან“ და „რეალთან“

5-07-2017, 15:21 dachi8 სიახლეები 0

ალკანტარა: „ბავარია“ ერთ დონეზეა „ბარსელონასთან“ და „რეალთან“
მიუნხენის „ბავარიის“ ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი არაფრით არ ჩამოუვარდება ისეთ გრანდებს, როგორებიც მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონაა“.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც ადრე კატალონიის ფერებს იცავდა აღნიშნა, რომ მასში ყოველთვის იწვევდა აღფრთოვანებას „ბავარია“.

„მოდით ეს გუნდები ერთმანეთს შევადაროთ. „ბავარიაში“ ასევე მსოფლიო კლასის ფეხბურთელები თამაშობენ და ამ გუნდებს შორის არ არის ხარისხობრივი განსხვავება. „ბავარია“ 100%-ით ერთ დონეზეა „რეალთან“ და „ბარსელონასთან“. თვითონ „ბავარიის“ ფეხბურთელები კი გასახდელში არასოდეს არ ლაპარაკობენ მსოფლიოს ვარსკვლავებზე“ - ციტირებს ალკანტარას სიტყვებს Sport Bild.

თვითონ ალკანტარა 100 მილიონიანი ტრანსფერების წინააღმდეგია მიუნხენურ კლუბში და თვლის, რომ: „არ უნდა დახარჯო ამდენი თანხები. აქ იმდენი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლის ფორმირებაც ამხელა თანხები არ ღირს. ეს ზუსტად „ბაიერნის“ გზაა: ფეხბურთელის გაფორმება და მისი ფორმირება. ყოველთვის ასე იყო და კლუბის ამ მიდგომით აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც ესპანეთში ვთამაშობდი. პასუხისმგებელი პირები ძალიან კარგად მუშაობენ ამასთან დაკავშირებით“ - იძახის 26 წლის შუახაზელი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.