» » გმირი რომლის შესახებაც უნდა ვიცოდეთ - კურტ ლანდაუერი

გმირი რომლის შესახებაც უნდა ვიცოდეთ - კურტ ლანდაუერი

5-07-2017, 16:55 LEV4NI თავისუფალი სტატია 0

გმირი რომლის შესახებაც უნდა ვიცოდეთ - კურტ ლანდაუერი
დღეს მიუნხენის ბაიერნი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული და ტრადიციული კლუბია, ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი ამბავია თუმცა ბევრისთვის ნამდვილად არ არის ცნობილი იმ ადამიანების შესახებ რომლებმაც რთულ პერიოდში მიუნხენის ბაიერნის გამო საკუთარი სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ ჩააგდეს.

მართალია ბაიერნს ურთულესი პერიოდები არაერთხელ ჰქონია თუმცა ყველაზე გამორჩეული მაინც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო როდესაც ბავარიული კლუბი დანგრევის პირას აღმოჩნდა, ყველაფერი კი იქედან დაიწყო რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაცისტებმა ბაიერნს ებრაული გუნდის სტატუსი მიანიჭეს, იმ პერიოდში კი ყველასათვის კარგად იყო ცნობილი თუ როგორ ეპყრობოდა ადოლფ ჰიტლერი ასეთი წარმომავლობის ხალხს, შესაბამისად რთული მისახვედრი არ გახლავთ თუ რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა „ბავარია“.

მალევე დაიწყო ბაიერნის თითოეული წევრის რბევა რის გამოც მათ ქვეყნიდან გაპარვა მოუწიათ, თუმცა სამწუხაროდ ბევრმა ეს ვერ მოახერხა, ასეთმა პირებმა კი საკონცენტრაციო ბანაკებში დაასრულეს სიცოცხლე. იგივე მოელოდა კურტ ლანდაუერსაც თუმცა ბავარიული კლუბის გულშემატკივრებმა მისი განთავისუფლება გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეძლეს და ბოლოს იმდენი მოახერხეს რომ მოგვიანებით შვეიცარიაშიც გააგზავნეს.

ლანდაუერი ბაიერნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ, მიუნხენული კლუბის ქომაგი მისი ძალიან მადლიერი იყო და შეძლებისდაგვარად ყოველთვის უწევდნენ სხვადასხვა სახის დახმარებას.

საინტერესო ფაქტი გახლდათ ის რომ 1943 წელს როდესაც ბაიერნი ციურიხში ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ გაემგზავრა, კურტ ლანდაუერი მატჩს თვალ-ყურს ტრიბუნიდან ადევნებდა, ნაცისტებმა ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ ამიტომ ბავარიელ ფეხბურთელებს აფრთხილებდნენ რომ კურტისთვის მათ არავითარი ყურადღება არ მიექციათ თორემ შინ დაბრუნებულებს სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ, თუმცა...

მიუნხენელმა მოთამაშეებმა აღნიშნული გაფრთხილება ყურად არ იგდეს, უშუალოდ თამაშის მსვლელობის დროს ფეხბურთელებმა ტრიბუნაზე კურტ ლანდაუერთან გადაინაცვლეს და მას მადლობა გადაუხადეს.

აღნიშნულმა ქმედებამ ნაცისტებს რათქმაუნდა აღშფოთების საფუძველი მისცა და დაპირებისამებრ შინ დაბრუნებულ ფეხბურთელებს იმ დროინდელმა ხელისუფლებამ სერიოზული პრობლემებიც შეუქმნა.

ლანდაუერს თავდაპირველი მმართველობა ძალიან რთულ პერიოდში მოუწია, მიუხედავად ამისა მან ვერ დატოვა კლუბი ისეთ რთულ ვიტარებაში როგორშიც ბაიერნი ნაცისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ აღმოჩნდა, ხოლო ომის შემდეგ მისი ხელახალი არჩევა პრეზიდენტის პოსტზე (1947 წელს) ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

63 წლის ასაკში ლეგენდარულმა პრეზიდენტმა აღადგინა საფეხბურთო სკოლა სადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ პირველი ნაბიჯები ისეთმა დიდმა ფეხბურთელებმა გადადგეს როგორებიც გერდ მიულერი და ფრანც ბეკენბაუერი გახლავთ.

ლანდაუერის ღვაწლი მიუნხენში დღემდე ძალიან კარგად ახსოვთ, 2014 წელს კი გერმანელებმა მასზე საკმაოდ საინტერესო ფილმი გადაიღეს (სახელად-„ცხოვრება ფეხბურთისთვის“) სადაც კიდევ უფრო ნათლად ჩანს მისი დამსახურება მიუნხენური კლუბის მიმართ.

წარწერა ფოტოზე-„ბაიერნი მისი ცხოვრება იყო-ეს ვერავინ და ვერაფერმა ვერ შეცვალა“
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.