» » ბავარიელი ლეგენდები და მათი ავტომობილები

ბავარიელი ლეგენდები და მათი ავტომობილები

5-07-2017, 19:08 LEV4NI სიახლეები 0

ბავარიელი ლეგენდები და მათი ავტომობილები
ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის არსებობდა რაღაც ისეთი რითაც ისინი ყურადღებას იქცევდნენ, საფეხბურთო მოედანზე ყურადღების მისაქცევად ყველაზე ეფექტური ხერხი კარგი თამაში გახლდათ, ხოლო მოედნის გარეთ ამ ფუნქციას დიდწილად ავტომობილი ასრულებდა.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყვებულ სტატიაში გავეცანით თუ როგორი ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ ის მოთამაშეები რომლებიც მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში ამჟამად ირიცხებიან, თუმცა ორი აზრი არ არსებობს რომ არანაკლებ საინტერესოა თუ როგორი იყო იმ მოთამაშეების ავტოგემოვნება რომლებიც ბავარიული კლუბის მაისურს სხვადასხვა ეპოქაში ირგებდნენ.

მაშ ასე...

დავიწყოთ ფეხბურთელით რომელსაც მიუნხენის ბაიერნის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, როგორც ცნობილია ლეგენდარული გერდ მიულერი მერსედეს-ბენც SL-ით გადაადგილდებოდა, აღსანიშნავია ისიც რომ ხსენებულ ავტომობილს იმ პერიოდში მარტივად ვერსად ვერ წააწყდებოდით.

გადავიდეთ ასევე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელზე ბაიერნის ისტორიიდან, ცნობილია რომ ფრანც ბეკენბაუერს ძალიან მოსწონდა მიუნხენული BMW, ამიტომ მის ფარეხში მარტივად მოვიძევდით ხსენებული მარკის ავტომობილს, თუმცა მასთან ერთად ფრანცს იმ პერიოდში „ბევრის მთქმელი“ მერსედეს S კლასიც ჰყავდა.

რეკორდმაისტერის ლეგენდარულ მეკარეს ზეპ მაიერს კი აშკარად განსხვავებული გემოვნება ჰქონდა, ბავარიელთა კარის დარაჯი ბავარიის ქუჩებში ამერიკული წარმოების მუსტანგით გადაადგილდებოდა.

როგორც ჩანს ული ჰიონესიც განსხვავებული ავტოგემოვნებით იყო გამორჩეული, ლეგენდარული ფეხბურთელის და ახლა უკვე კლუბის პრეზიდენტის სიმპატიები ინგოლშდადტური აუდისა და შტუტგარტული პორშესკენ იხრებოდა.

საინტერესოა რომ გერმანული ავტომწარმოებლების მიმართ ბავარიელებს შეხედულებები არ შეცვლიათ და მომდევნო პერიოდებშიც მშობლიური მანქანებით დადიოდნენ...

მაგალითისთვის ლოთარ მათეუსი რომელიც ბავარიული კლუბის რიგებში 1984-88 და 1992-00 წლებში გამოდიოდა 1985 წელს გამოშვებული მეექვსე სერიის BMW-ს საშუელბით გადაადგილდებოდა.

იურგენ კლინსმანი კი 1994 წელს გამოშვებულო ვოლკსვაგენ ბიტლით (ხოჭო) გადაადგილდებოდა რომელიც მისი კომპაქტურობით ყველასაგან გამოირჩეოდა.

რაც შეეხება ლეგენდარულ ოლივერ კანს, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით რომ ოლი აგრესიულ მანქანებს ანიჭებდა უპირატესობას, „ტიტანის“ ფარეხში ისეთი ავტომობილები არიან როგორებიცაა: ასტონ მარტინი, ფერარი და აუდი.

ოლივერის მსგავსად შტეფან ეფენბერგიც საკმაოდ სპორტული და აგრესიული ავტომობილებისადმი სიყვარულით გამოირჩეოდა, ამის დასამტკიცებლად კი მხოლოდ იმის თქმაც საკმარისია რომ ამჟამად ლეგენდარული ვეტერანს იაგუარ F-Type ჰყავს.

იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით ბაიერნის ვეტერან შემტევ მეჰმეთ შოლზე რომელიც არცთუ ისე ცნობილი ავტომობილით დადის, გეტყვით რომ მის საკუთრებაში რუმინული დაჩიაა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.