» » რუმენიგემ დუგლას კოსტას მოუწოდა ცირკი არ გამართოს

რუმენიგემ დუგლას კოსტას მოუწოდა ცირკი არ გამართოს

6-07-2017, 16:07 dachi8 სიახლეები 0

რუმენიგემ დუგლას კოსტას მოუწოდა ცირკი არ გამართოს
მიუნხენის „ბაიერნის“ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის დუგლას კოსტას სატრანსფერო სიტუაცია ამ დრომდე ღიადაა დარჩენილი. როგორც პრესა იუწყება „ინტერმა“ მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო „ბავარიასთან“ დუგლას კოსტას ტრანსფერთან დაკავშირებით. იტალიური კლუბი მზადაა ვინგერში ის თანხა გადაიხადოს, რომელსაც „ბავარია“ ითხოვს და ამასთან, დუგლას კოსტას მოთხოვნებიც დააკმაყოფილოს.

მაგრამ, „ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ ბრაზილიელი ნახევარმცველი გერმანულ გრანდში დარჩებოდა.
„მე ყოველთვის ვთვლიდი კოსტას საინტერესო ფეხბურთელად. ჩვენ დარწმუნებულები არ ვართ იმაში, რომ მას უღირს „ბაიერნის“ დატოვება. მან უბრალოდ თამაშის ის დონე უნდა აჩვენოს, რომელსაც თავის პირველ სეზონში დემონსტრირებდა „ბავარიაში“. ყველა ფეხბურთელს სურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზოს. ამგვარ სიტუაციაში არც-ერთი ფეხბურთელი სისულელეებით არ არის დაკავებული და ცირკს არ აწყობს“, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Bild.

ცნობილ გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Kicker-ზე დაყრდნობით „ბავარიის“ ახალწვეული 21 წლის სერჟ გნაბრის მომავალი გერმანულ კლუბში, სწორედ დუგლას კოსტას ტრანსფერზეა დამოკიდებული.

ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით იმ შემთხვევაში თუ დუგლას კოსტა მიუნხენურ კლუბს დატოვებს, სერჟ გნაბრი „ბავარიაში“ დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდილების დასაგროვებლად გერმანელი „ჰოფენჰაიმში“ არენდით გაემგზარება.

გასული სეზონის მონაცემებით კოსტამ გერმანიის ჩემპიონატის 23 თამაშში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მინდორზე მხოლოდ 14-ჯერ გამოვიდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.