» » ტიაგო ალკანტარა: ანჩელოტის კრიტიკა - სრული მონაჩმახია, არ შემიძლია ამის გაგება

ტიაგო ალკანტარა: ანჩელოტის კრიტიკა - სრული მონაჩმახია, არ შემიძლია ამის გაგება

6-07-2017, 16:39 dachi8 სიახლეები 0

ტიაგო ალკანტარა: ანჩელოტის კრიტიკა - სრული მონაჩმახია, არ შემიძლია ამის გაგება
„ბავარიის“ ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის მისამართით კრიტიკის მოსმენა, გასული სეზონის შედეგებიდან გამომდინარე.

გერმანულმა გრანდმა გასულ სეზონში მხოლოდ ბუნდესლიგა მოიგო და წარუმატებლობა განიცადა გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ტურნირებზე.

„დრო და დრო ჩვენ ფანტასტიურ ფეხბურთს ვაჩვენებდით და საბოლოოდ არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად დავზარალდით. ხოლო, კრიტიკა ანჩელოტის მიმართ - სრული მონაჩმახია, არ შემიძლია ამის გაგება. მან ფეხბურთელებისაგან მაქსიმუმის გამოწურვა შეძლო“, - ციტირებს ალკანტარას სიტყვებს Sport Bild

შეგახსენებთ, რომ „ბავარიამ“ გერმანიის თასზე ნახევარფინალურ მატჩში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ სრული უპირატესობის მიუხედავად, მარცხი განიცადა. ხოლო, ყველაზე პრესტიულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე - ბავარიული კლუბი მსაჯთა რიგი არასწორი გადაწყვეტილებების გამო ტურნირს ნაადრევად - ¼ ფინალში გამოეთიშა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.