» » მათეუსი: „ბავარია“ სატრანსფერო პოლიტიკაში „ბორუსიას“ ბაძავს

მათეუსი: „ბავარია“ სატრანსფერო პოლიტიკაში „ბორუსიას“ ბაძავს

6-07-2017, 17:26 dachi8 სიახლეები 0

მათეუსი: „ბავარია“ სატრანსფერო პოლიტიკაში „ბორუსიას“ ბაძავს
„ბავარიის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა ული ჰიონესის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს დიდი თანხების დახარჯვას მსოფლიო კლასის ფეხბურთელების შეძენაში და მიმართულია მომავლის გუნდის შექმნით.

„სატრანსფერო პოლიტიკისა და „ბავარიის“ ფეხბურთელების ფორმირების საკითხში, კლუბი ამჟამად დორტმუნდის „ბორუსიის“ პოლიტიკას ბაძავს. როგორც „ბორუსიაში“ ასევე მიუნხენურ კლუბში გეგმავენ მხოლოდ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების ფორმირებას. „ბავარიის“ ხელმძღვანელობისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, თუ როგორი წარმატებით მოქმედებს ეს სტრატეგია ისეთ ფეხბურთელებთან მიმართებაში, როგორიც ვაიგლია და უსმან დემბელე“, ციტირებს მათეუსის სიტყვებს tz.

ლოთარ მათეუსი „ბავარიის“ მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის ასევე მოუწოდებს, რომ მეტი სათამაშო დრო დაუთმოს ახალგაზრდა ფეხბურთელებს: „მწვრთნელმა მომავლისკენაც უნდა გაიხედოს და აქცენტი მხოლოდ ვეტერანებზე არ უნდა გააკეთოს, ამით ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხელს კრავს“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.