» » "ბავარიამ" 1-ელ სატესტო მატჩში გამარჯვება მოიპოვა

"ბავარიამ" 1-ელ სატესტო მატჩში გამარჯვება მოიპოვა

6-07-2017, 23:09 dachi8 სიახლეები 0

“ბავარიამ“ 2017/18 წლის სეზონისათვის მზადება მოგებით დაიწყო. ამხანაგური მატჩი სამოყვარულო კლუბ „ვოლფრატსჰაუზენთან“ „ბავარიელების“ სასარგებლოდ ანგარიშით 4:1 დასრულდა. მატჩს 4000 გულშემატკივარი ესწრებოდა. გოლებით თავი მანუელ ვინტცჰაიმერმა, თომას მიულერმა და ფრენკ ევინამ გამოიჩინეს. სასტვენის გაჟღერებამდე მატჩის დასრულებას წამები აშორებდა, როდესაც ვინჩენცო პოტენცამ ბავარიის კარი აიღო.

მიუნხენელები სრულიად მოსალოდნელად მაშინვე დაეუფლნენ ბურთს და უკვე მე-3 წუთზე ანგარიში ბავარიის U19-ის 9-იანმა ვინტცჰაიმერმა გახსნა. მასპინძლები, კლასში სხვაობის მიუხედავად თამამად მოქმედებდნენ და რამოდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.

„ბავარიელების“ მხრიდან გამორჩეული თომას მიულერი გახლდათ, რომელმაც 30-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. შესვენების დროს კი ანჩელოტიმ 5 ცვლილება განახორციელა. მე-2 ტაიმში მინდორზე ახლად გამოსულმა U17-ის ფეხბურთელმა ფრანკ ევინამ ანგარიში 3:0 გახადა. მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე კი ევინამ დუბლი მიითვალა თავის ანგარიშზე, ხოლო მატჩის მიიწურულს პოტენცამ პრესტიჟის გოლი გაიტანა მასპინძლების მხრიდან.

ვოლფრატსჰაუზენი - ბავარია (სრული მატჩი)

ვოლფრატსჰაუზენი - ბავარია (მატჩის მიმოხილვა)


ვოლფრატსჰაუზენში ანჩელოტიმ 17 ფეხბურთელი (2 გოლკიპერი) წაიყვანა, რომელთა შორის პროფესიონალები: მათს ჰუმელსი, თომას მიულერი, კინგსლი კომანი და მარკო ფრიდლი იყვნენ. ჟერომ ბოატენგმა ვარჯიშების ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა, თუმცა მინდორზე გამოსვლა ჯერ მისთვის ნაადრევია. იგივე ხავი მარტინესსაც და ხუან ბერნატსაც ეხება. ფრანკ რიბერი მიუნხენში დარჩა, რათა ინდივიდუალურად მოემზადოს. ტომ შტარკემ 1-ელ ტაიმში მიიღო მონაწილეობა.

კვირას „ბავარიას“ შემდეგი მატჩი ელოდება. ჰერცოგენაურახში „მიუნხენელები“ „ერლანგენ-ბრუკ“-ს დაუპირისპირდებიან საქველმოქმედო მატჩში.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.