» » რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით" (ნაწილი I)

რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით" (ნაწილი I)

7-07-2017, 00:54 dachi8 სხვადასხვა 0

რიბერი:
ფრანკ რიბერი „ბავარიაში“ უკვე 10 წელია! ბავარიელი ფრანგი ამ კვირას იუბილეს აღნიშნავს. 2007 წლის 7 ივნისს ფრანკი (ლუკას ტონისთან ერთად) ოფიციალურად წარადგინა კლუბმა როგორც ახალწვეული, ხოლო უკვე 2007 წლის 3 ივლისს პირველი ვარჯიში გაიარა ზაბენერ შტრასეზე. დღეს 34 წლის ფეხბურთელი - გერმანული კლუბის მთავარი მკვიდრია.

იუბილესთან დაკავშირებით fcbayern.com-მა დიდი ინტერვიუ მოამზადა ფრანკ რიბერისთან. ჩვენი საუბრის 1-ელ ნაწილში ფრანკი მიუნხენში გატარებულ დროს იხსენებს, გათამაშებებს, გულშემატკივრებს და ახლადშეძენილ გერმანულ მენტალიტეტს.

ინტერვიუ ფრანკ რიბერისთან 1-ლი ნაწილი:


ფრანკ, სულ რამოდენიმე დღის წინ შენ ვიდეო გამოაქვეყნე, სადაც შენმა ოჯახმა ბავარიაში 10 წლის იუბილე მოგილოცა და ტორტი გაჩუქა.

რიბერი: „ეს მშვენიერი სიურპრიზი იყო! სახლში მივედი და იოტისოდენა ეჭვიც კი არ მქონდა იმის, თუ რას მიმზადებდნენ. ამან ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემზე. ჩემი მეუღლე და შვილები ჩემს ცხივრებაში დიდ როლს თამაშობენ. ისინი ყოველთვის გვერდით მედგნენ, განსაკუთრებით მძიმე პერიოდებში“.

რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)



ალბათ, ისინიც მეტად ამაყნი არიან, რომ 10 წელი მიუნხენში გაატარეს.

რიბერი: „ჩემი ოჯახი აქ ბედნიერია. მათ მოსწონთ „ბავარია“, მოსწონთ ხალხი მიუნხენში. 10 წელი... ეს წარმოუდგენელია! როდესაც ჩვენ აქ ახალი გადმოსულები ვიყავით, ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ამდენი ხანი შემოვრჩებოდით. ახლა კი „ბავარია“ და რიბერი უკვე ცოლ-ქმრის წყვილივით გახდა“.

10 წლის განმავლობაში რა არ მომხდარა. პირველი რა გახსენდება, როდესაც აქ გატარებულ დროს იხსენებ?

რიბერი: „საჩემპიონო ტრებლის აღნიშვნას 2013 წელს რატუშის აივანზე. ამ მომენტამდე, ხომ ჩვენ 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალი წავაგეთ. ყველა წაგება მეტად სევდიანი იყო, ჩვენთვის არასოდეს ყოფილა იოლი. მით უფრო მშვენიერია ამ ტიტულის მოგება და გამარჯვების სიხარულის გულშემატკივრებთან ერთად გაზიარება“

ამ 10 წლის განმავლობაში შენ არა მხოლოდ მინდორზე იყავი წარმატებული არამედ, ხშირადაც გამასხრებიხარ თანაგუნდელებს. უჭრიდი გეტრებს, შაქარს და მარილს ადგილს უნაცვლებდი, ავტობუსს ეპატრონებოდი… რომელი მათგანი დაგამახსოვრდა უფრო მეტად?

ავტობუსის გატაცება

რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)


რიბერი: „როდესაც ჩვენ ოლივერ კანს წყალი გადავასხით ზემოდან, ეს ხომ ჩემი პირველი სეზონი იყო კლუბში“.

ოლივერ კანის გაწუწვა

არ გეშინოდათ კანის რეაქციის ამ ხუმრობაზე?

რიბერი: „როდესაც მე მარსელიდან მიუნხენში გადმოვედი, უკვე მაშინ ძალიან დიდ პატივს ვცემდი ოლივერს და მაშინ ოლივერი უკვე გამოჩენილი პიროვნება და კლუბის ლეგენდა იყო. ოლი ასევე მოკრძალებული პიროვნებაა, რომელსაც ყველაფერი ესმის“.

შენ თუ გაგხუმრებია ვინმე?

რიბერი: „ეს მრავალს გაუკეთებია: დავიდ ალაბას, რაფინიას, დანიელ ვან ბუიტენს... და საერთოდ ყველა ხუმრობა, არა აქვს მნიშვნელობა ჩემი იყო, თუ ჩემი პარტნიორების დადებითად მოქმედებდა გუნდის ატმოსფეროზე. ახლა უფრო ნაკლებად ვეხუმრები ვინმეს. მაგრამ თუ ხუმრობა მოხერხდა ეს გასახდელშიც და მოედანზეც კი იგრძნობა“.

2007 წლის ივნისში, შენ როგორც ახალწვეული ისე წარგადგინეს გუნდში. როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები „ბავარიისგან“?

რიბერი: „მე მაშინვე შევამჩნიე, რომ „ბავარიამ“ ახალ დონეს მიაღწია. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, კლუბმა მშვენივრად იზრუნა ჩემზე და ჩემს ოჯახზე. თავიდანვე კომფორტულად ვიგრძენი თავი, თუმცა, ურთიერთობა თავიდან გამიჭირდა, რადგან მაშინ გერმანულად ჯერ არ ვლაპარაკობდი“.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო გერმანული ენის შესწავლა?

რიბერი: „მეტად მნიშვნელოვანი. ენა - უდიდესი დახმარებაა. გერმანულად ლაპარაკის უნარი - ყველაფერს აადვილებს“.

როგორ შეიცვალა „ბავარია“ უკანასნელ 10 წელიწადში?

რიბერი: „ჩემს პირველ სეზონში, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზეც კი არ ვთამაშობდით, მხოლოდ უეფას თასზე. მაშინ „ბავარია“ უკვე დიდი კლუბი იყო, მაგრამ ახლა უფრო ზედა საფეხურზე ავიდა. ძალიან მოხარული ვარ იმისა, თუ რამდენს მივაღწიეთ ამ ხნის განმავლობაში. მე გარკვეულწილად დავეხმარე გუნდს ზედა საფეხურზე ასვლაში, რა თქმა უნდა „ბავარიამ“ დიდი როლი შეასრულა როგორც ფეხბურთელის ჩემს განვითარებაში. კავშირი ჩემსა და კლუბს შორის - ეს რაღაც განსაკუთრებულია“.

როდის შეამჩნიე რომ ეს კავშირი განსაკუთრებულია?

რიბერი: „სწრაფადვე. 2 თუ 3 თვის შემდეგ. უკვე თავიდანვე ჩანდა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვესადაგებოდით“.

შენ ხომ მაშინვე გახდი საზოგადოების ფავორიტი

რიბერი: „ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივარი. „ბავარია“ - ეს დიდი ოჯახია და გულშემატკივარიც ამ ოჯახის ნაწილია. მათ ჩვენთან ერთად უხარიათ და ჩვენთან ერთად სწყინთ. ვარჯიშებზე მუდმივად ბევრი ხალხია, ზოგი კი 1 საათით ადრეც კი მოდის სანამ ჩვენ მოედანზე გამოვალთ. ისინი ათეულ და ასეულ კილომეტრებს გადიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვნახონ. ამიტომ, ჩვენთვისაც მეტად მნიშვნელოვანია მათთვის 10-15 წუთი გამოვნახოთ ავტოგრაფისათვის. მაშინ სახლში ისინი ბედნიერები დაბრუნდებიან“.

შენ მხოლოდ 7 თამაშის ჩატარება გაკლია, რომ ხასან სალიხამიჯს გადაასწრო და ლეგიონერებს შორის რეკორდსმენი გახდე კლუბში ჩატარებული თამაშების რაოდენობით. რას ნიშნავს ეს შენთვის?

რიბერი: „მე ძალიან მიხარია, რომ ამდენი მატჩი ჩავატარე „ბავარიაში“. მაგრამ მსურს უფრო მეტი ვითამაშო და მეტი ტიტული მოვიპოვო. ძნელი დასაჯერებელია, რომ ახლა მე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ვარ გასახდელში და რომ მე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ვარ კლუბის ისტორიაში. ეს სიზმარს გავს“.

კიდევ 12 თამაში ბუნდესლიგაში და თქვენ ული ჰიონესსაც გაასწრებთ...

რიბერი: „მხოლოდ 12? ალბათ, მე მწვრთნელს უნდა დაველაპარაკო, დამრთავს თუ არა ნებას ამ 12 თამაშის ჩატარების. მაგრამ თუ ეს მოხდება, მე ულის ოფისში ვეწვევი და ვეტყვი: „ძალიან ვწუხვარ, მეგობარო... (იცინის). თუ სერიოზულად მაშინ - ეს ძალიან მაგარია!“.

ახლა შენ უკვე ფრანც ბეკენბაუერთან, ლოთარ მათეუსთან, ფილიპ ლამთან, და ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად გაყენებენ.... როგორია „ბავარიის“ ლეგენდად გრძნიბდე თავს?

რიბერი: „ძალიან მოხარული ვარ ამის. განსაკუთრებით, რომ ასეთი პატივი უცხოელს არგეს. თუმცა, მე აქ უკვე თავს გერმანელად ვგრძნობ. ჩემი და ჩემი ოჯახის მენტალიტეტი უკვე გერმანულია. ჩვენ მართლაც რომ აქ ფესვები გავიდგით“.

რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)


რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)


რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)


რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)


რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)


რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)


რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)


რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)


რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)


რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)


რიბერი: "ჩვენ აქ მართლაც რომ ფესვები გავიდგით"  (ნაწილი I)
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.