» » ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

7-07-2017, 04:56 dachi8 სხვადასხვა 0

ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
უკვე დიდი ხანია გასული მას შემდეგ რაც „ბავარიის“ პირველ გუნდში საკუთარი აკადემიიდან ფეხბურთელმა ძირითადის სასტარტო შემადგენლობაში მოიპოვა ადგილი. ეს პრობლემაა და მასზე ბევრს მუშაობენ - ახლახანს ახალი თანამედროვე ცენტრი გაიხსნა ახალგაზრდა ფეხბურთელების მოსამზადებლად. თუმცა, ახლანდელი ახალგაზრდა თაობაც ყურადღების ცენტრშია და საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებიან. U19 და U17 გუნდები კი ერთ სეზონში თავის ლიგებში ფინალში გავიდნენ. საინტერესო ახალგაზრდა ბავარიელების გამორჩევა კი ახლაც შეიძლება, რომლებიც ახლო მომავალში, შესაძლოა ახალ დონეზე გავიდნენ და მთავარ გუნდში მოიპოვონ ადგილი.


ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი


ადრიან ფაინი
- 18 წლის
- ცენტრალური ნახევარმცველი
- 54 მატჩი, 8 გოლი და 19 საგოლე გადაცემა (ახალგაზრდულ გუნდებში)
- გერმანია


ადრიანი მიუნხენში ბავშვობიდანაა. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ის „ბავარიაში“ გადაბარგდა, სადაც 11 წლის ასაკში მომზადების ყველა დონე გაიარა. ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი (187სმ) რომელსაც შეუძლია ნახევარდაცვაში ყველა პოზიცია დაფაროს და ასევე დაცვის ცენტრშიც. ის საკმაოდ ტექნიკურია, მინდვრის კარგი ხედვა აქვს და უყვარს შეტევების დაწყება სიღრმიდან ან შეტევებში ჩართვა სხვის საჯარიმოში. მას აშკარად არ ყოფნის სისწრაფე და მომენტის შეგრძნება, რის გამოც ადრიანი ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტილებებს არ იღებს მოედანზე. მაგრამ ეს სისუსტეები ადვილად დასაძლევია.


ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი


მარიო ჩრნიჩკი
- 19 წლის
- თავდამსხმელი
- 69 მატჩი, 26 გოლი ახალგაზრდა გუნდებში.
- ხორვატია


ჩრნიჩკიმ სხვადასხვა საფეხურები გაიარა ხორვატიის ნაკრებში, თავისი საფეხბურთო გზა კი „ბავარიაში“ დაიწყო. ის არასოდეს არ გამოირჩეოდა სერიოზული შედეგიანობით, რაც ფორვარდისათვის კომპლიმენტი არაა, მაგრამ საჭირო ხასიათსა და თავის გამოჩენის სურვილი გააჩნდა. მარიო იმ თავდამსხმელების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც გუნდზე მუშაობა ძალუძთ, მაგრამ ამასთან პასუხისმგებლობა შეუძლიათ აიღონ თავის თავზე გარკვეულ მომენტებში. ჩრნიჩკი გმირი ამ სეზონზე გახდა - როდესაც ნახევარფინალში მე-2 ტაიმში „შალკესთან“, მატჩის მიწურულს გამოვიდა, მისმა გოლმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, შემდეგ კი მანვე პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა განახორციელა. მარიოს არ გააჩნია განსაკუთრებული სათამაშო უპირატესობები, მაგრამ თავისი შრომისმოყვარეობითა და ხასიათით შეძლებს პროგრესირებას.


ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი


მარსელ ცილლა
- 17 წლის
- შემტევი ნახევარმცველი
- 43 მატჩი, 16 გოლი და 13 საგოლე გადაცემა U17-ის გუნდში
- გერმანია


სეზონის დასაწყისში ცილლა „ბავარიის“ ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა და თითქმის მაშინვე ლიდერთა სიაში შევიდა. მარსელი კლასიკური შემტევი უნივერსალია, რომელიც იდეალურად მოქმედებს 10-იანის პოზიციაზე, მაგრამ უნარი შესწევს ორივე ფლანგზე ითამაშოს და ასევე მინდვრის შუაგულშიც. მას ერთდროულად კარგად გამოსდის შეტევების დასრულება და პარტნიორებისათვის მომენტების შექმნა. მარსელ ცილლაც ასევე გახდა გმირი „ვერდერთან“ ფინალურ ბრძოლაში, სადაც გამარჯვების გოლით გამოირჩა, ითამაშა რა დამატებაზე ეფექტურად. ჯერ ძალიან ნაადრევია ჭეშმარიტი შესაძლებლობებით განსაჯო მარსელი და ამასთანავე პირველი სეზონის შემდეგ, თუმცა, ამ ყმაწვილს კარგი მომავალი შეიძლება ჰქონდეს.


ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი


ნიკლას დორში
- 19 წლის
- საყრდენი ნახევარმცველი
- 65 მატჩი, 3 გოლი ახალგაზრდულ გუნდებში
- გერმანია


დორში უკვე წელიწადია რაც „ბავარიის“ პირველი გუნდის ფეხბურთელად ითვლება. თუმცა „ბავარია“ II-ში ასპარეზობს. მან დიდი ხნის წინ მიიღო მონაწილეობა წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში და პირველად გამოჩნდა განაცხადში გერმანიის თასის პირველი რაუნდის მატჩში, მაგრამ მისი დებიუტი გუნდში ჯერ არ შემდგარა, ჯერ ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ დართო ამის ნება. ნიკლასი - ნიჭიერი საყრდენია საჭირო ცოდნით. ართმევა, ჩაჭრა, ბრძოლა და ბურთის კონტროლი, ეს ყველაფერი მას ძალიან კარგად შეუძლია გააკეთოს. მაგრამ ერთია ახალგაზრდული გამოცდილება და სულ სხვაა პროფესიონალური. დორში მაქსიმალურად მიახლოებულია ძირითადთან, მაგრამ ამასთანავე საკმაოდ შორსაა მისგან. შეიძლება ასე ჩანდეს, რომ ის ცოტათი შეჩერდა განვითარებაში, მაგრამ მას უბრალოდ ახალი გამოწვევა სჭირდება და შესაძლოა ეს მალე მიიღოს.


ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი


მატიას შტინგლი
- 19 წლის
- მარჯვენა მცველი
- 69 მატჩი, 3 გოლი ახალგაზრდულ გუნდებში
- გერმანია

შტინგლი დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებას იქცევდა, თავისი პოზიციის გამო, რომელიც „ბავარიაში“ პრობლემური შესაძლოა გამხდარიყო. ძლიერი მოძრავი მარჯვენა მცველი, აქტიურად ერთვებოდა შეტევაში და ამასთანავე არ ივიწყებდა თავის მთავარ ამოცანებს. მატიასი ახალგაზრდულის კაპიტანია. საკმაოდ თავდაჯერებული ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გუნდის გაძღოლა და რომელსაც ყველა საჭირო მახასიათებლები გააჩნია იმისათვის, რომ ძირთადში მოიპოვოს ადგილი. თუმცა, მოვლენები ამგვარი განვითარებისათვის ჯერ ძალიან ადრეა, რადგან მოქმედი ხელშეკრულება მალე იწურება და არაა ცნობილი მოაწერს თუ არა ახალ პროფესიონალურ ხელშეკრულებას ხელს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს „ბავარიაში“ ან თავიდან სხვა რომელიმე კლუბში.
ვიდეო მატიას შტინგლის შესახებ


ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი


ფაბიან ბენკო
- 19 წლის
- შემტევი ნახევარმცველი
- 84 მატჩი, 11 გოლი ახალგაზრდულ გუნდებში
- გერმანია


ფაბიან ბენკო დუბლის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია, რომელიც არაერთხელ ყოფილა პირველი გუნდის თამაშებში თუ ვარჯიშზე მიწვეული. წინასასეზონო ვარჯიშებზე ის კერ კიდევ პეპ გვარდიოლამ მიიწვია, და 2-ჯერ ჩართო განაცხადში ჩემპიონთა ლიგაზე ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ. ბენკო არც ანჩელოტის დროს არ დაკარგულა - ფაბიანმა ძალიან შთამბეჭდავად ითამაშა მილანის „ინტერთან“ მატჩში და „ბავარიაში“ მისი დებიუტიც კი შედგა, ითამაშა რა გერმანიის თასზე მატჩის მესამედი. ის სწრაფია, ტექნიკური და წარმოუდგენლად უნივერსალური შემტევი შემსრულებელი. წარმატებით ესადაგება სხვადასხვა ტაქტიკურ სქემებს. ჯერ მხოლოდ გასულ სეზონში ბენკომ 7 სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა. ფაბიანი ნიჭიერია, მაგრამ ისიც რაღაც მომენტში შეჩერდა განვითარებაში ახალი გამოწვევის უქონლობის გამო. დროა უკვე ახალგაზრდული ტურნირების ჩრდილიდან გამოვიდეს.
ვიდეო ფაბიან ბენკოს შესახებ


ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი


მანუელ ვინტცჰაიმერი
- 18 წლის
- თავდამსხმელი
- 49 მატჩი, 39 გოლი და 13 საგოლე გადაცემა ახალგაზრდულ გუნდებში
- გერმანია


ვინტცჰაიმერი ყველაზე ეფექტური ფორვარდია ახალგაზრდულის და საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ის საშუალოდ თამაშში 1 შედეგიან ქულას იღებს, თუმცა ამის იგნორირებაც არ შეიძლება. ის ოპტიმალურად მაღალი და ჩასხმული ფორმებისაა, რომელიც შესანიშნავად გრძნობს თავს საჯარიმოში, მაგრამ ამასთან შეუძლია გათამაშებაშიც დახმარება. მას არც თუ ისე კარგად გამოუვიდა სეზონის დასრულება, განსაკუთრებით ფინალი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩემპიონის ტიტულისათვის, სადაც მანუელი გარიყულად გამოიყურებოდა. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელის პროგრესი მთელი კარიერის მანძილზე შეინიშნება. მას, როგორც უმრავლესობა ახალგაზრდების მსგავსად, წინ აქვს განვითარება და გაზრდა, მაგრამ ფორვარდების საერთო პრობლემების ფონზე, ვინტცჰაიმერი შეიძლება ერთ-ერთი გადაწყვეტილება გახდეს. აღსანიშნავია მისი გოლიც „ბავარიის“ 2017/18 წლის პირველ სატესტო ამხანაგურ მატჩში „ვოლფრატსჰაუზენთან“, სადაც ის მიწვეული იქნა კარლო ანჩელოტის მიერ. თუმცა მანუელს თავისუფლად შეეძლო ამ მატჩში დუბლიც მიეთვალა.
BCF Wolfratshausen - FC Bayern | Highlights |


ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი


მარკო ფრიდლი
- 19 წლის
- მარცხენა მცველი
- 77 მატჩი, 12 გოლი ახალგაზრდულ გუნდებში
- ავსტრია


ჯერ კიდევ გასული სეზონის დასრულებამდე, მარკო ფრიდლმა „ბავარიასთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. „ბავარიის“ ამ ნიჭიერ ახლგაზრდა აღზრდილზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ საკმარისი იქნება მის თანამემამულესთან შედარება - დავიდ ალაბასთან. ფრიდლს ერთდროულად კარგად შეუძლია 3 პოზიციის დაფარვა - მარცხენა მცველის, საყრდენი ზონის და დაცვის ცენტრის, სადაც მარკომ საკვანძო შეხვედრები ჩაატარა სეზონის დასასრულს. მას ასევე ძალიან უყვარს ბურთთან მოძრაობა და წინ გაჭრები. მას ასევე კარგი შორეული დარტყმა აქვს მარცხენა ფეხით, ასრულებს საჯარიმოებს და პენალტებს. უკვე ახლა ფრიდლს შეუძლია ალაბას შეცვლა რიგ დაპირისპირებებში, შემდეგ კი ვინ იცის.


ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი


ფელიქს გიოტცე
- 19 წლის
- ცენტრალური მცველი
- 65 მატჩი, 9 გოლი ახალგაზრდულ გუნდებში
- გერმანია


უმცროსი გიოცეს ოჯახიდან მიუნხენში დორტმუნდიდან, 1 წლის შემდეგ გადაბარგდა, მარიო გიოტცეს "ბავარიაში" გადასვლიდან, მაგრამ გაცილებით სწრაფად შეძლო შეთვისება. და აი, მარიო ბავარიაში უკვე წელიწადია რაც აღარაა, ფელიქსი კი ვიცე-კაპიტნობამდე გაიზარდა, პირველი კონტრაქტი გააფორმა და დაიმსახურა, რომ ამჟამინდელი „ბავარიის“ თაობის ყველაზე დიდ ტალანტად მოიხსენიებდნენ.
უმცროსი გიოტცე ერთ-ერთი იმათგანია, რომლებსაც კარლო ანჩელოტიმ ყურადღება მიაქცია წინასასეზონო მომზადების დროს, ფელიქსმა „ბავარიასთან“ ერთად ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა და 4-ჯერ მოხვდა ბუნდესლიგის მატჩების განაცხადში. ის მეტად ხარისხიანი და თამამი მცველია. მიუხედავად ასაკისა, უყვარს გოლის გატანა და არ ეშინია გარისკვის, თითქმის მზადაა ახალი მიღწევებისთვის და რომ არა გადაჭარბებული კონკურენცია დაცვის ცენტრში დებიუტის იმედიც ექნებოდა ძირითად გუნდში.
ვიდეო ფელიქს გიოტცეზე


ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი


ფრენკ ევინა
- 17 წლის
- თავდამსხმელი
- 48 მატჩი, 26 გოლი და 15 საგოლე გადაცემა U17-ის გუნდში
- კამერუნი


კამერუნელ ფორვარდს ახლახან, 5 ივლისს შეუსრულდა 17 წელი და ეს მისი მნიშვნელოვანი სეზონი იყო, მაგრამ ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მასზე ალაპარაკებულიყვნენ. ევინა საუკეთესო ბომბარდირია ახალგაზრდული გუნდის და მისი წვლილი პირველად 10 წლის განმავლობაში საჩემპიონო ტიტულში მეტად დიდია. ამის გარდა, მას თავისუფლად შეგვიძლია დავუძახოთ ყველაზე მრავალმხრივი თავდამსხმელი, რომელიც „ბავარიის“ ძირითადს უახლოვდება. ერთი შეხედვით ფრენკი მოუქნელი და გადაჭარბებულად ეგოისტური ჩანს, შეიძლება ასეცაა, მაგრამ ინდივიდუალურად მისი თანასწორი ცოტა თუა. მას ფლანგზეც შეუძლია თამაში და დაწეულ ფორვარდადაც, ძლიერად დაარტყას საჯარიმოს გარედან ან სტანდარტი მოიყვანოს რეალიზაციაში, შესანიშნავად განახორციელოს პრესინგი ან დრიბლინგი. იმედია, ევინა ყველა ხარვეზს აღმოფხვრის და თავის პოტენციალს გაამართლებს, ისევე როგორც დღეს ჩატარებულმა ამხანაგურმა მატჩმა "ვოლფრატსჰაუზენთან“ გვიჩვენა, სადაც მე-2 ტაიმში შემოსულმა ფრენკმა თავის ანგარიშზე დუბლი მიითვალა.
ვიდეო ფრენკ ევინაზე


ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი


ტიმოტი ტილმანი
- 18 წლის
- შემტევი ნახევარმცველი
- 58 მატჩი, 15 გოლი და 21 საგოლე გადაცემა ახალგაზრდულ გუნდებში
- გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები


ტილმანი, ალბათ, ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ბავარიის ახლგაზრდულის, თუმცა „ბავარიის“ ძირითადში მისი დებიუტი არ შემდგარა და არც ერთხელ არ მოხვედრილა რომელიმე მატჩის განაცხადში. ტილმანი „ბავარიაში“ 2 წლის წინ გადმოვიდა „გროიტერიდან“ და ის თუ რამდენად სჭირდებოდა კლუბს ეს ტრანსფერი, ამაზე მასში გადახდილი თანხაც მეტყველებს - 500 000 ევრო 16 წლის ახალგაზრდაში. უკვე ამ ზაფხულს აქტიური ჭორები დაიწერა „ბარსელონას“ ტიმოტით დაინტერესების შესახებ, მაგრამ თვითონ ული ჰიონესმა მის ტრანსფერს ვეტო დაადო. ლოგიკურია - ტილმანი წარმოუდგენლად ტექნიკურია და ჭკვიანი შემსრულებელი, სისწრაფით, პასით და ყველა საჭირო არსენალით შემტევი ფეხბურთელისთვის. მისი აშკარა ნაკლოვანებები ჯერ-ჯერობით შეიძლება „ხასიათის განწყობაში“ შევიტანოთ - მას შეუძლია მარტომ ამოქაჩოს თამაში, ან საერთოდ დაიკარგოს. მაგალითად ასე ჩაატარა ტილმანმა ფინალი დორტმუნდთან და პენალტიც გააცუდა. მაგრამ სტაბილურობის არ ქონა - ნორმალური მოვლენაა ახალგაზრდებისათვის. სინამდვილეში კი ტიმოტი „ბავარიის“ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ვინგერია ამ დროისათვის.
ვიდეო ტიმოტი ტილმანზე


ახალი იმედები. „ბავარიის“ 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი


კრისტიან ფრიუხტლი
- 17 წლის
- მეკარე
- 36 მატჩი, 11 ნოლზე - ახალგაზრდულ გუნდებში
- გერმანია


ამ აქტიურად პროგრესირებად გოლკიპერს პირველად ყურადღება მაშინ მიაქციეს, როდესაც ის მხოლოდ 15 წლის იყო და პეპ გვარდიოლამ პირველ გუნდთან ვარჯიშებზე მიიწვია. ფრიუხტლი - ახალი ტალღის გოლკიპერია, რომელიც კარგად თამაშობს ფეხებით, სწორი რეფლექსებით და საჭირო ცივსისხლიანობით რთულ სიტუაციებში. არადროული კითხვის გაჩენისას, თუ რა იქნება შეუნაცვლებელი მანუელ ნოიერის წასვლის შემდეგ, ხშირად ერთ აზრამდე მიდიან, რომ ოდესმე ეს ყმაწვილი შესაძლოა მისი მემკვიდრე გახდეს. ის თანდათანობით უახლოვდება ძირითად როტაციას. ამ სეზონში სერიოზულად თავისი თავის რეალიზაციაში ტრავმამ შეუშალა ხელი, რომელმაც საშუალება არ მისცა ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ეთამაშა (სადაც პენალტების სერია შედგა) და საშუალება არ მისცა „ბავარიაში“ მისი დებიუტი შემდგარიყო. იძახიან, რომ შტარკეს კარიერის დასრულების შემდეგ ზუსტად კრისტიან ფრიუხტლი იქნება მესამე ნომერი, შემდეგ კი შორი არაა მუდმივ სათადარიგო სკამამდეც. მთავარია ტრავმების გარეშე გააგრძელოს მუშაობა.
ფრიუხტლი, შტარკე, ნოიერი


ეს ყველა ფეხბურთელის ჩამონათვალი არაა, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია, თაობა, ხომ ჭეშმარიტად საუკეთესოა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ოდესმე თავის გამოჩენის საშუალება სხვებსაც შეეძლებათ. რასაკვირველია, არ ღირს იმის იმედზე ყოფნა, რომ ყველა აქ ჩამოთვლილთაგანი მოსალოდნელ მაქსიმუმს მიაღწევს და „ბავარიის“ ძირითადში შეაღწევენ. ზოგიერთისთვის ალბათ უკეთესი იქნება წავიდეს, რათა შეეცადოს უკან დაბრუნება, ხოლო ზოგი თავის ტრიუმფს ბოლომდე დაელოდება. თუმცა, უკვე კარგია ის, რომ დიდი შანსია მომენტის სწრაფი აღორძინების, როდესაც ძირითადში კვლავ გამოჩნდება საკუთარი აღზრდილი. და ეს მხოლოდ დასაწყისია...
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.