» » ბაიერნმა აუდის საზაფხულო ტურისთვის შემადგენლობა დაასახელა

ბაიერნმა აუდის საზაფხულო ტურისთვის შემადგენლობა დაასახელა

7-07-2017, 16:00 LEV4NI სიახლეები 0

ბაიერნმა აუდის საზაფხულო ტურისთვის შემადგენლობა დაასახელა
დღეს, მიუნხენული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია რომლებიც წინა სასეზონო მზადებას აუდის საზაფხულო ტურის ფარგლებში გაივლიან.

შეგახსენებთ რომ ბაიერნი აუდის 2017 წლის საზაფხულო ტურის ფარგლებში მზადებას ჩინეთსა და სინგაპურში გაივლის სადაც რამოდენიმე ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს.

მაშ ასე, გავეცნოთ შემადგენლობას რომლითაც ბაიერნი აზიურ ტურნეზე გაემგზავრება...

მეკარეები: ტომ შტარკე, კრისტიან ფრიუხტლი.

მცველები: დავიდ ალაბა, ხუან ბერნატი, ჟერომ ბოატენგი, მარკო ფრიდლი, მატს ჰუმელსი და რაფინია.

ნახევარმცველები: კინგსლი კომანი, დუგლას კოშტა, ხავი მარტინესი, ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, რენატო სანჩესი, ტიაგო ალკანტარა და კორენტინ ტოლისო.

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერი.

როგორც ვხედავთ აზიურ ტურნეში მონაწილეობას სხვა დანარჩენთან ერთად ახალწვეულთა გარკვეული ნაწილიც ვერ მიიღებს, სერჟ გნაბრი, ნიკლას ზულე, სებასტიან რუდი, იოზუა კიმიხი და არტურო ვიდალი. ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია რომლებსაც შვებულება სანაკრებო ტურნირებზე მონაწილეობის გამო გარკვეული დროით გაუხანგძლივდათ.

მანუელ ნოიერი კი ბავარიას აზიაში ტრავმის გამო ვერ მიჰყვება.

შეგახსენებთ რომ მიუნხენული გიგანტი თავდაპირველად გეზს ჩინეთისკენ აიღებს (16 ივლისი) სადაც შენხაიში და შენჟენში ლონდონის არსენალს და მილანს დაუპირისპირდება. ამის შემდეგ კი კლუბი სინგაპურს ეწვევა სადაც მონაწილეობას საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მიიღებს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.