» » Transfermarkt: ამ დრომდე გაკეთებული ტრანსფერები და მათი ფასები

Transfermarkt: ამ დრომდე გაკეთებული ტრანსფერები და მათი ფასები

7-07-2017, 16:44 LEV4NI სიახლეები 0

Transfermarkt: ამ დრომდე გაკეთებული ტრანსფერები და მათი ფასები
ერთ-ერთმა ცნობილმა სპორტულმა გამოცემა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო ჩამონათვალი სადაც ვეცნობით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ამ დრომდე გაკეთებულ ტრანსფერებს და მათ ფასებს.

ამ ეტაპზე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ლონდონის არსენალს აქვს განხორციელებული, საქმე ეხება ალექსანდრე ლაკაზეტის ტრანსფერს ლიონიდან რომელიც არსენ ვენგერის გუნდმა 53 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

თუმცა ჩვენთვის აქტუალური ბავარიული გრანდის მიერ განხორციელებული ტრანსფერებია და აქედანვე უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი რომ რეკორდმაისტერმა ამ დრომდე სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები ჩაატარა.

მიუნხენული ტრანსფერი ამ ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა, საუბარია ბაიერნის მიერ ფრანგული ლიონიდან შეძენილი ახალგაზრდა ნახევარმცველის კორენტინ ტოლისოს შესახებ რომლის დამატებაც გერმანელებს 41.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მომდევნო პოზიციებს იკავებს ნიკლას ზულეს ტრანსფერი მიუნხენში, 21 წლის უკანახაზელი ბაიერნმა ჰოფენჰაიმიდან 20 მილიონ ევროდ შეიძინა.

ზულე ამ მხრივ 14-ე ადგილს იკავებს, ხუთი პოზიციის შემდეგ კი კვლავ ბავარიულ ტრანსფერს შევამჩნევთ. საქმე ეხება კინგსლი კომანს რომელიც ბაიერნმა ტურინის იუვენტუსიდან იჯარის წესით ჯერ კიდევ გასულ სეზონში გადმოიყვანა, უბრალოდ ამ ჩამონათვალში ფრანგი ვინგერი იმ მიზეზით მოხვდა რომ ის უკვე ბავარიული კლუბის სრულფასოვანი წევრია. აღნიშნული გაცვლა ბავარიას 21 მილიონი ევრო დაუჯდა.

ახლა რაც შეეხება ბაიერნის მიერ ამ დრომდე გაკეტებულ ყველაზე იაფფასიან ტრანსფერს, 8 მილიონ ევროდ შეძენილი ახალგაზრდა გერმანელი შემტევი აღნიშნულ ჩამონათვალში 36-ე ადგილს იკავებს, გეტყვით იმასაც რომ სერჟ გნაბრიმ უკვე დაამახსოვრა თავი ფეხბურთის გულშემატკივარს იმ მიზეზით რომ ის გერმანიის 21 წლამდელთა გუნდში რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა (U21) ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.