» » რიბერი: "გამარჯვება, გამარჯვება და კვლავ გამარჯვება" (ნაწილი II)

რიბერი: "გამარჯვება, გამარჯვება და კვლავ გამარჯვება" (ნაწილი II)

7-07-2017, 23:46 dachi8 ინტერვიუ 0

რიბერი:
ფრანკ რიბერი „ბავარიაში“ უკვე 10 წელია! ბავარიელი ფრანგი ამ კვირას იუბილეს აღნიშნავს. 2007 წლის 7 ივნისს ფრანკი (ლუკას ტონისთან ერთად) ოფიციალურად წარადგინა კლუბმა როგორც ახალწვეული, ხოლო უკვე 2007 წლის 3 ივლისს პირველი ვარჯიში გაიარა ზაბენერ შტრასეზე. დღეს 34 წლის ფეხბურთელი - გერმანული კლუბის მთავარი მკვიდრია. იუბილესთან დაკავშირებით fcbayern.com-მა დიდი ინტერვიუ მოამზადა ფრანგ ვინგერთან. გთავაზობთ ინტერვიუს მე-2 ნაწილს.


ინტერვიუ ფრანკ რიბერისთან მე-2 ნაწილი:


ფრანკ, როგორი იყო შენი პირველი ვარჯიშის დღეები, შვებულების შემდეგ?

რიბერი: „ყველაფერი მშვენივრად იყო. გასაგებია, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა, მაგრამ ახალგაზრდულის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ, მათაც მაღალი კლასი გააჩნიათ. ჩინეთის ტურნეს შემდეგ მთლიანად შეიკრიბება გუნდი და მჭიდროდ დავიწყებთ მუშაობას, პირველი ოფიციალური მატჩისთვის".

როგორია ფილიპ ლამისა და ხაბი ალონსოს გარეშე გასახდელში და მოედანზე?

რიბერი: „სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ მათი არ ყოფნა ჯერ განსაკუთრებულად ვერც შევამჩნიეთ, რადგან ჯერ მთლიანი გუნდი არ შევკრებილვართ. მაგრამ, ვფიქრობ, როდესაც ყველას სახეზე ვიხილავთ, მაშინ გაჩნდება კითხვები: „სადაა ფილიპი? ხაბი“?

„ბავარიაში“ შენს პირველ სავარჯიშო ბანაკში ყოფნისას განაცხადე, რომ „ფეხბურთი შენთვის სიამოვნებაა და არა გამოცდა“. შეიცვალა თუ არა რაიმე 10 წლის შემდეგ?

რიბერი: „დღეს უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა, მე უკვე 34 წლის ვარ. ჩემი სხეულიც უკვე სხვანაირია. ამ დრომდე მე არასოდეს არ დამჭირვებია მასაჟი და გაჭიმვები. ახლა კი ეს ჩემთვის უბრალოდ აუცილებელია ყოველი ვარჯიშის შემდეგ. ვარჯიშამდე 20 წუთით ადრე კი ჩემს სხეულს გამართვა სჭირდება. ეს უბრალოდ უნდა მიიღო, ამის გარეშე შეუძლებელია“.

როდესაც პირველად მიუნხენში მოხვედი, შენ ვილი სანიოლთან თამაში მოგიწია. ახლა ვილი გუნდში მწვრთნელის ასისტენტის რანგში დაბრუნდა, როგორი იყო თქვენი შეხვედრა?

რიბერი: „ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. ვილის უზარმაზარი გამოცდილება აქვს, მან ძალიან კარგად იცის „ბავარია“ და შესანიშნავად ერკვევა ფეხბურთში. მოხარული ვარ, რომ ის კვლავ ჩვენთანაა“.

მომდევნო ორშაბათს, „ბავარიის“ ფრანგულ დიასპორას კიდევ ერთი ფრანგი შეემატება, კორენტინ ტოლისოს სახით. შეგიძლია მოგვიყვე რაიმე საინტერესო მის შესახებ?

რიბერი: “ მე მას ჯერ არ ვიცნობ და ჩვენ არასოდეს არ შევხვედრილვართ ერთმანეთს პირადად. მაგრამ მსმენია, რომ კარგი ფეხბურთელია. ის ჯერ სრულიად ახალგაზრდაა და მისი „ბავარიაში“ გადმოსვლა - მისთვის წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. სხვა კლუბი, სხვა ქვეყანა. სხვა ცხოვრება. მას აუცილებლად დავეხმარები აქაურობის ათვისებაში“.

რა ელოდება მას „ბავარიაში“?

რიბერი: „განსაკუთრებული მენტალობა, რომელიც საფრანგეთისაგან განსხვავებულია. მან ეს სწრაფად უნდა გაითავისოს. ის სწრაფად უნდა მოერგოს გუნდს და კარგად იმუშაოს მოედანზე“.

რა ხდის „ბავარიის“ მენტალიტეტს ასეთ განსაკუთრებულს?

რიბერი: „შენ თუ „ბვარიაში“ მოდიხარ, უნდა იცოდე, რომ აქ ყოველთვის უნდა გაიმარჯვო. შენს გონებაში მხოლოდ ეს უნდა იყოს: მოგება, მოგება, მოგება! თითოეულ თამაშში! თუ შენ ოთხშაბათს მოიგე, მომდევნო დღეს ამ მოგების შესახებ უკვე უნდა დაივიწყო. კვირას კვლავ მობილიზებული უნდა იყო, მზად უნდა იყო ყველაფერი გაიღო კლუბისთვის, გულშემატკივრებისათვის და კვლავ მოიგო“.

შენ „ბავარიასთან“ ერთად ყველაფერი მოიგე, ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი იყავი. რა მიზნებს ისახავ წინ ამჟამად?

რიბერი: „მსურს უბრალოდ კვლავ სიამოვნება მივიღო თამაშისაგან. კარგი იქნებოდა კარგი სეზონი ჩამეტარებინა, მოვიგო ჩემპიონატი და გერმანიის თასი. ჩემპიონთა ლიგა - კიდევ ერთი ჩემი ოცნებაა“.

საიდან მოგსდევს ეს დაუცხრომელი მოგებების წყირვილი?

რიბერი: „ეს უბრალოდ ჩემი მენტალიტეტია. მე ყოველთვის მოწყურებული ვიყავი გამარჯვებებზე. როდესაც მოედანზე ვიმყოფები, ვარჯიშზეც კი - ყოველთვის მსურს გამარჯვება. ამის თქმა არ შემიძლია: მე ბუნდესლიგა 7-ჯერ მოვიგე, გერმანიის თასი 5-ჯერ და მიმიფურთხებია თუ რა იქნება მომავალში. არა! მომავალში არ მინდა ვინანო, რომ 100 პროცენტით არ დავიხარჯე, როდესაც ამის გაკეთება შემეძლო“.

ამ სეზონში შენ გერმანიის ჩემპიონი შეგიძლია 8-ედ გახდე, ისევე როგორც ოლივერ კანი, ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი და მეხმეთ შოლი.

რიბერი: (იცინის) „შესანიშნავი იქნებოდა. თუმცა ეს ჯერ უნდა მოიპოვო“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.