» » მიუნხენის ბაიერნმა კორეელი ფეხბურთელი იყიდა?

მიუნხენის ბაიერნმა კორეელი ფეხბურთელი იყიდა?

8-07-2017, 18:19 LEV4NI ჭორები 0

მიუნხენის ბაიერნმა კორეელი ფეხბურთელი იყიდა?
დღეს ერთდროულად რამოდენიმე სპორტულ გამოცემაში მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ჩანს ბავარიული გრანდი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად მუშაობას განაგრძობს, ამჯერად რეკორდმაისტერმა თვალი არც მეტი არც ნაკლები ახალგაზრდა კორეელ ფეხბურთელს დაადგა რომელიც ამ დრომდე ერთ-ერთ ადგილობრივ გუნდში გამოდის.

ცნობილი გახლავთ ისიც რომ 17 წლის ჩონ უ იონის ტრანსფერი ბავარიულ კლუბს 700 000 ევრომდე დაუჯდება, თავად ფეხბურთელი კი კლუბს მომდევნო წელს უნდა შეუერთდეს.

ასე რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ინჩეონ იუნაიტედს მისი გამოყენების უფლება კიდევ ერთი წლის განმავლობაში ექნება, 2018 წელს კი ბაიერნის ისტორიაში პირველი კორეელი ფეხბურთელი რეკორდმაისტერის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდს შეუერთდება.

ძალიან ძნელი სათქმელია თუ რამდენად შეესაბამება რეალობას აღნიშნული ინფორმაცია თუმცა ფაქტია რომ ბაიერნი ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ დიდი ყურადღებით გამოირჩა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.