» » ანჩელოტი: "ასეთი კონკურენცია ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არასოდეს არ ყოფილა"

ანჩელოტი: "ასეთი კონკურენცია ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არასოდეს არ ყოფილა"

9-07-2017, 16:15 dachi8 სიახლეები 0

ანჩელოტი:
“ბავარიის“ იტალიელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი 2017/18 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მოლოდინებზე საუბრობს.

„ვოცნებობ, რომ ჩემპიონთა ლიგა 4-ედ მოვიგო. ამჯერად ეს ტურნირი სხვადასხვა მიზეზების გამო კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ინგლისის დიდი კლუბები ტურნირზე ბრუნდებიან - „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“.

„ბარსელონას“ და „ბავარიას“ ყოფილ დონეზე დაბრუნება სურთ. „იუვენტუსს“ ბოლო და ბოლოს ამდენი გაშვებული ფინალის შემდეგ ამ ტიტულის დაუფლება სურს. ხოლო, „რეალი“ მოისურვებს ჩემპიონთა ლიგის 3-ედ ზედიზედ მოგებას. ყველა ამ ჩამოთვლილი გუნდისა და ამბიციური „პსჟ“-ს ამოცანა - მინიმუმ ნახევარფინალში გასვლაა. ყველა მათგანს სურს საუკეთესო ოთხეულში მოხვდეს. ასეთი კონკურენცია ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არასოდეს არ ყოფილა“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Corriere dello Sport.

2012/2013 წლის ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, სადაც „ბავარიამ“ ჩემპიონთა ლიგის, ბუნდესლიგისა და პოკალის თასები მოიგო, მომდევნო სეზონებში ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ნახევარფინალში ზედიზედ 3-ჯერ გავიდა, სამივეჯერ ესპანელი სპეციალისტის პეპ გვარდიოლას მეთაურობით. 2016/17 სეზონზე კი მიუნხენური გუნდი კარლო ანჩელოტის თაოსნობით მადრიდის „რეალთან“ სკანდალურ ¼ ფინალურ მატჩში ტურნირს გამოეთიშა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.