» » გარიგება დასრულდა? - დუგლას კოშტა იუვენტუსში გადადის

გარიგება დასრულდა? - დუგლას კოშტა იუვენტუსში გადადის

9-07-2017, 16:48 dachi8 სიახლეები 0

გარიგება დასრულდა? - დუგლას კოშტა იუვენტუსში გადადის
“ბავარიამ“ და „იუვენტუსმა“ დუგლას კოსტას ტრანსფერის თაობაზე გარიგება დაასრულა, იუწყება იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport. ნავარაუდებია, რომ „იუვენტუსი“ ბრაზილიელ ვინგერს 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ არენდით დაიმატებს, აუცილებელი გამოსყიდვის ვალდებულებით, ხოლო დანარჩენ 30 მილიონს არენდის დასრულების შემდგომ გადაიხდიან.

დუგლას კოსტას შეეძლება იტალიურ კლუბში სეზონში 6 მილიონი ევრო გამოიმუშაოს - იუწყება გამომცემლობა. მისივე ინფორმაციით, ზუსტად ამ თანხაზე შეთანხმდნენ ფეხბურთელისა და „ბებერი ქალბატონის“ წარმომადგენლები. ტრანსფერი უახლეს დღეებში შესაძლოა დასრულდეს, რადგან კოშტამ ახალ გუნდთან ერთად შეძლოს წინასასეზონო მომზადება გაიაროს ამერიკის ტურნეში.

გაურკვეველია 26 წლის ბრაზილიელი ვინგერის არენდის ვადა იტალიურ კლუბში, რადგან ინტერნეტ-გამოცემები «Tuttosport»-ი და «La Stampa»-ს ვარაუდებით საქმე 1 წლიან არენდას ეხება. ხოლო, «Gazzetta Dello Sport» იუწყება რომ 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ კოშტა 2 წლიანი იჯარით გაემგზავრება იტალიაში.

ნათქვამია, რომ „ბებერი ქალბატონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ, გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე ბოლო და ბოლოს შეძლო „ბავარიის“ ხელმღვანელობის დარწმუნება ფეხბურთელის ოჯარის წესით დამატებაზე და ბრაზილიელი უკვე მომავალ კვირას მოაწერს ხელს კონტრაქტს იტალიურ კლუბთან.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.