» » მე-2 სატესტო მატჩი. ბავარია ჰერცოგენაურახში მიემგზავრება

მე-2 სატესტო მატჩი. ბავარია ჰერცოგენაურახში მიემგზავრება

9-07-2017, 17:16 dachi8 სიახლეები 0

მე-2 სატესტო მატჩი. ბავარია ჰერცოგენაურახში მიემგზავრება
სულ რაღაც 1 კვირაა გასული, რაც „ბავარიამ“ სეზონისათვის მზადება დაიწყო, მაგრამ გულშემატკივრებმა უკვე შაბათის დილას ზაბენერ შტრასეზე, გუნდის მიერ შესრულებული შთამბეჭდავი ვარიაციები იხილეს. ფეხბურთელები ერთი შეხებით გადაცემებს მშვენივრად აკონტროლებდნენ.

რადგან „ბავარიის“ ახალგაზრდული გუნდები შაბათს თავის სატესტო თამაშებს ჩაატარებენ, კარლო ანჩელოტის განკარგულებაში მხოლოდ 9 მინდვრის ფეხბურთელი და 2 გოლკიპერი დარჩა. მათ რიგებში ჟერომ ბოატენგი და ხუან ბერნატიც მოხვდნენ, ამ უკანასკნელმა მცირე დაზიანების შემდეგ საერთო ჯგუფში ვარჯიში შეძლო. ფრანკ ევინა კი ერთადერთი იყო მინდორზე, რომელიც ახალგაზრდულ გუნდს წარმოადგენდა.

კვირას „ბავარიას“ წინასასეზონო მომზადების ფარგლებში მე-2 სატესტო მატჩი ელოდება. 19:00 საათზე გერმანიის რეკორდმაისტერი ჰერცოგენაურახში ადი დასლერის სახელობის მოედანზე „ერლანგენს“ შეხვდება. გუნდს უკვე ამ მატჩში შეუძლია დაგვანახოს თუ რამდენად კარგად აკონტროლებენ ბურთს საბრძოლო პირობებში.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.