» » ერლანგენი 1 - 9 ბავარია, შთამბეჭდავი სატესტო მატჩი

ერლანგენი 1 - 9 ბავარია, შთამბეჭდავი სატესტო მატჩი

9-07-2017, 22:29 dachi8 სიახლეები 0

ერლანგენი 1 - 9 ბავარია, შთამბეჭდავი სატესტო მატჩი
მშვენიერი შედეგიანობა ანახა „ბავარიამ“ კვირას გამართულ ამხანაგურ სატესტო მატჩში „ერლანგენ - ბრიუკის“ წინააღმდეგ, რომელიც ანგარიშით 9:1 (5:0) დასრულდა. „ბავარიამ“ ბრწყინვალე კომბინაციური ფეხბურთი აჩვენა და გულშემატკივარი გაახარა.

შესვენებამდე გოლებით გამოირჩნენ: ფრანკ ევინა (16’ და 27.), მარკო ფრიდლი (19.) და კინგსლი კომანი (30. და 41.). მე-2 ტაიმში კი: მიხაელ შტაინი (53.), მარკო ჰინგერლი (79. და 89), რაფაელ ობემაიერი (83.) ხოლო, მასპინძლების მრიდან ერთადერთი გოლის ავტორი მარიო ფორტი გახდა (85.).

„ბავარიამ“ მატჩი აქტიურად დაიწყო: 2-ჯერ ახლოს იყო გოლის გატანასთან და ძალიან სწრაფად გადადიოდნენ კონტრშეტევაში, მაგრამ მასპინძლები მჭიდროდ თამაშობდნენ თავის საჯარიმოში. ბურთს მიუნხენელები აკონტროლებდნენ, ხოლო ჰუმელსი, მარტინესი, ბერნატი, ფრიდლი, კომანი და მიულერი სწრაფად ურთიერთქმედებდნენ პირველივე წუთებიდან და სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ.

მატჩში ანგარიში ევინამ გახსნა, მიულერის საჯარიმოში შეჭრისა და საგოლე გადაცემის შემდეგ, სადაც ახალგაზრდა ფრანკ ევინამ ცარიელ კარში დაუბრკოლებლად გადააგზავნა ბურთი (16.). მალე ფრიდლმა გააორმაგა უპირატესობა, ისარგებლა რა მასპინძლების მრიდან საჯარიმოში გაუგებრობით (19.). ევინამ მე-3 გოლი თავური დარტყმით გაიტანა საჯარიმოდან ჩაწოდების შემდეგ (27.), კომანმა ტილმანის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ერთი-ერთზე გასვლა რეალიზაციაში მოიყვანა, (30.). შესვენებაზე გუნდები 5:0 ანგარიშით დაიშალნენ.

მრავალრიცხოვანმა შეცვლებმა ტაიმებს შორის „ბავარიის“ კომბინაციური თამაში არ გააფუჭა და 53-ე წუთზე შტაინმა ანგარიში 6:0 გახადა. „ბავარიელები“ ძირითადად ფლანგების მეშვეობით თამაშობდა, რამაც შემდეგ გოლამდე მიიყვანა: დერრეკ კიონმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, მისი გადაცემა კი ჰინგერლმა სისრულეში მოიყვანა - 7:0. ობემაიერის მე-8 გოლის შემდეგ, მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს. 85-ე წუთზე ფორტი ერთი-ერთზე დარჩა ახალგაზრდა გოლკიპერთან და „ბავარიის“ კარიც აიღო. მალე დუბლი ჰინგერლმა შეასრულა (89.) და ანგარიში 9:1 გახადა.

ორშაბათს, გუნდში შვებულებიდან ნაციონალური გუნდის ფეხბურთელები დაბრუნდებიან. გუნდი დავიდ ალაბასთან, ლევანდოვსკისთან და სხვა ფეხბურთელებთან ერთად ტელეკომის თასისათვის მოემზადება, რომელიც შაბათს 15 ივლისს გაიმართება მიონხენგლადბახში. აღნიშნული ტურნირი საბოლოო გამოცდა იქნება „ბავარიელების“ აზიაში გამგზავრებამდე, სადაც 16 ივლიიდან 28 ივლისის ჩათვლით Audi Summer Tour 2017 გაიმართება.

„ბავარიის“ შემადგენლობა დღევანდელ მატჩში:
შტარკე (46. ხოფმანი) - ტიურკალესი (60. ობემაიერი), მარტინესი (60. ფეინი), ჰუმელსი (46. მაი), ბერნატი (46. კიონი) - პანტოვიჩი (46. ტარნატი), ფრიდლი - კომანი (60. ჰინგერლი), მიულერი (60. ვინტცჰაიმერი), ტილმანი (46. შტაინი) - ევინა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.