» » არტურო ვიდალის ისტორია ტატუებში

არტურო ვიდალის ისტორია ტატუებში

10-07-2017, 03:18 dachi8 სხვადასხვა 0

არტურო ვიდალის ისტორია ტატუებში
სპორტული რედაქცია „ბიზნეს ონლაინი“ ჩილეს ნაკრებისა და „ბაიერნის“ ნახევარმცველის არტურო ვიდალის - 2017 წლის კონფედერაციის თასის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის ტატუების მნიშვნელობას გვიმხელს.





დედა ჟაკლინის პორტრეტი
მარჯვენა მხარი


2015 წელს, საშობაო ღამის წინ „ბავარიის“ გულშემატკივრებმა არტურო ვიდალს შეკითხვა დაუსვეს, თუ ვინ იყო მისთვის მთავარი გმირი ცხოვრებაში. დარბაზი აპლოდისმენტების ხმამ გააყრუა, როდესაც ჩილელმა უპასუხა: „დედა“. ტატუ დედის გამოსახულებით მან 20 წლის ასაკში გაიკეთა. ავტორი - პატრისიო ხინოხოსაა, რომელიც ცნობილია ჩილელ ფეხბურთელებში.
„ფეხბურთელები ხშირად მთხოვენ მათი ნათესავების ინიციალებისა და პორტრეტების ტატუს“, - იძახის პატრისიო.

ვიდალი სანტიაგოს ერთ-ერთ უღარიბეს რაიონში ცხოვრობდა, დედა დამლაგებლად მუშაობდა, მამა კი ბოსტნეულით ვაჭრობდა ბაზარზე და ხშირად სვამდა. სახლიდან ის მას შემდეგ წავიდა, როდესაც თეთრი ცხელების დროს საწოლს ცეცხლი წაუკიდა. ამის შემდეგ მამამისს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, კოკაინის გაყიდვის გამო იყო დაჭერილი და არც კი ფიქრობდა ოჯახის დახმარებაზე. 5 წლიდან არტურო თვალს ადევნებდა, თუ დედამისი როგორ ზრდიდა 5 შვილს მარტოდ მარტო და ცდილობდა რაც შეიძლება ხშირად დახმარებოდა მას.

12 წლის ასაკში ვიდალი მიხვდა, რომ ფეხბურთის მეშვეობით შეეძლო ოჯახი სიღარიბისაგან გადაერჩინა. 15 წლის იყო არტურო, როდესაც დედას შეპირდა, რომ ოჯახისათვის სახლს შეიძენდა და რომ დედას აღარ მოუწევდა მუშაობა. მან ორივე დანაპირები შეასრულა.

18 წლის ასაკში მან ცხოვრებაში პირველ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რის შემდეგაც მაშინვე სახლში დარეკა და ცრემლიანმა ყურმილში ჩასძახა: „დედა, ჩვენ მილიონერები გავხდებით!“. შემდეგ კი პირველივე ხელფასზე შესთავაზა: „დედა, მაღაზიაში წავიდეთ - მთლიანად შევისყიდოთ!“.

არტუროსათვის მთავარი წინაღობა კარიერასა და მილიონების აღებაში სუსტი ფიზიკა გახლდათ. ჩილეს „კოლო-კოლო“-ში ვიდალს განუცხადეს, რომ კონტრაქტს გაწყვეტდნენ მასთან, თუ წონას არ აკრეფდა. არტურომ ვარჯიში დაიწყო - დღეში სამჯერ. ამ დროისათვის მას ზედმეტსახელად - Cometierra შეარქვეს („ტალახის მოყვარული“, სიტყვასიტყვითი თარგმანი).


CUBREME CON TU MANTO
ზურგი


არტურო ვიდალის ისტორია ტატუებში


არტურო მეტად რელიგიურია. ჯვრები - მეორე პოპულარობის მხრივ გეომეტრიული ელემენტია მის სხეულზე ვარკვლავების შემდეგ. ანგელოზის ფრთების ქვეშ ვიდალის ზურგზე წარწერაა „დამიფარე“: ასე სთხოვს ფეხბურთელი მამაზეციერს გადარჩენას თვითგანადგურების ტვირთისგან, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა. იძახიან, რომ ვიდალს დედისაგან საუკეთესო ერგო და მამისაგან უარესი: პერიოდულად ფეხბურთელი ხომ ათას უსიამოვნებებში ეხვევა.

2007 წელს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტორონტოში არტუროს ცოტა დააკლდა, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან არ ეჩხუბა. 2011 წელს რეჟიმი დაარღვია და ჩამოცილება მიიღო 10 თამაშში. 2013 წელს მთვრალი „აბავდა“ კოლუმბიელ მოდელს, რომელიც ყველაფერს ვიდეოზე იღებდა, - კვლავ დისკვალიფიკაცია. 2014 წელს კი მნიშვნელოვანი მატჩის წინ „რომასთან“ დილის 5 საათზე ბარში ერთობოდა. 2015 წელს მთვრალი მიუჯდა საჭეს და თავისი ფერარი დაამტვრია - მანქანაში მეუღლეც ეჯდა. ავარიის შემდეგ ვიდალმა 3 გოლი გაიტანა ამერიკის თასის ტურნირზე და 2 ტიტული მიიღო, 1 - მატჩის საუკეთესო მოთამაშის და მე-2 - ტურნირის გამარჯვებულის. მას შემდეგ ქვეყანაში შემდეგი კანონი მოქმედებს: ნაკრებში მკაცრი რეჟიმია მხოლოდ იმ ფეხბურთელებისათვის, რომლებსაც არტურო ვიდალი არ ჰქვია.


ცხენი მხედარით და ინსულინის დოზატორი
მუცელი


არტურო ვიდალის ისტორია ტატუებში


10 წლის ასაკში ვიდალი იპოდრომზე თანხას გამოიმუშავებდა. ის გაკვეთილებიდან გარბოდა, ველოსიპედზე ჯდებოდა და ქალაქის მეორე ბოლოსკენ მიჰქროდა საჯინობოების დასასუფთავებლად. არტურო არ მალავს, რომ თავიდან მას სურდა ჟოკეი გამოსულიყო. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მას მეტად გრძელი ფეხები ჰქონდა. ჩვეულებრივ კი ამ სპორტს 150-170 სმ. სიმაღლის ადამიანები მიჰყვებიან. ვიდალი კი 180 სმ. უტოლდებოდა. საცხენოსნო სპორტის მიმართ სიყვარულმა წლების შემდეგ გაუარა. ამ მომენტისათვის მას 50 ცხენი ყავს. თვითონ ის არ სეირნობს - მაგრამ მისი ბიზნესის ნაწილი კი გახდა. 2015 წელს ვიდალმა 1,3 მილიონ ევროდ გაყიდა ცხენი, რომელიც 60 ათასი ღირდა სინამდვილეში. სამეწარმეო შესაძლებლობების გამო კი მეგობრებმა არტუროს King Midas შეარქვეს - ეს პერსონაჟი ბერძნული მითოლოგიდანაა, რომელიც მხოლოდ ერთი შეხებით ყველაფერს ოქროდ აქცევს.

არტურო ვიდალის ისტორია ტატუებში


ტატუ ინსულინის დოზატორით ვიდალმა წინა წელს გაიკეთა შვილის - ალონსოს მხარდასაჭერად, რომელიც დიაბეტითაა დაავადებული. პასუხად კი ალონსომ ისეთივე ვარსკვლავები დაიხატა თავზე როგორიც მამას აქვს.


GUERRIERO

მარჯვენა ხელი


კარიერის დასაწყისში არტუროს Celia Cruz-ს ეძახდნენ კუბის მსახიობის - სელია კრუსის პატივსაცემად, რომელსაც მეტსახელად „სალსას მეფე“-ს უწოდებდნენ. საქმე ვიდალის მუსიკის სიყვარულში არ გახლდათ - უბრალოდ არტურო (წვერების გარეშე) სახით მაშინ კრუსს მოგაგონებდათ, თმების სიგრძის გამოც. ვიდალს გადაჭრით არ მოსწონდა ასეთი შედარება და ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის დროს მისი პირველი საპროტესტო ნოტებიც გაჟღერდა - ფეხბურთელი მოგავკის ვარცხნილობით გამოცხადდა და „კოლო-კოლოს“ მთავარი მწვრთნელის კლაუდიო ბორგის კრიტიკაც დაიმსახურა: - „განსხვავებული მოედანზე უნდა იყო და არა მის ფარგლებს გარეთ!“ - გამოუცხადა მან არტუროს. ამასთან, მწვრთნელმა ერთ-ერთ ჟურნალისტს სთხოვა ცოტათი შეეცვალა მისი შეგირდისათვის ზედმეტსახელი. ჟურნალისტს კი თავში ის ვარიანტი მოუვიდა, რომელიც ვიდალის გარშემო გამყარდა და დღემდე ამ სახელით მოიხსენიებენ. ახლა მას Celia Cruz-ი კი არა Celia Punk-ი ქვია (სელია პანკი).

მოგავკის ვარცხნილობისა და აურაცხელი ტატუების გამო ვიდალს სურს მძვინვარე მოწინააღმდეგისა და არაკეთილგანწყობილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს. სინამდვილეში კი ეს ასე არაა. „არა, არტურო ვიდალი პატარა ბავშვების თავს არ კბენს“, - დაწერა ჩილელის შესახებ ინგლისურმა ჟურნალმა FourFourTwo-მ. არტურო აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით და ნაკრების პარტნიორისაგან ალექსის სანჩესისაგან განსხვავებით არასოდეს უარს არ ეუბნება გულშემატკივრებს ავტოგრაფზე და სელფიზე.

რა თქმა უნდა ასეთ მოშვებულ ვიდალს მოედანზე ვერ შეხვდებით. ლევერკუზენის „ბაიერში“ მას Der Krieger - მებრძოლი შეარქვეს. ამ ზედმეტსახელის იტალიური ვარიანტი კი მან ხელზე განათავსა - ძალიან უცნაური ტატუს - ადამიანი-ობობას ლოგოტიპის გვერდით. ბევრისთვის, თვითონ ვიდალიც კი სუპერ გმირია კომიქსებიდან.

არტურო ვიდალის ისტორია ტატუებში


თვითონ არტურომ როგორც აღნიშნა, მნიშვნელოვანი ტატუსათვის ადგილი შემონახული აქვს. ამ ნახატს კი ვიდალი მას შემდეგ დაიხატავს, როდესაც ევროპაში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულის თასს მაღლა ასწევს.

არტურო ვიდალის ისტორია ტატუებში
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.