ნოიერი №1

10-07-2017, 15:06 dachi8 სიახლეები 0

ნოიერი №1
მიუნხენის „ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გერმანული კლუბის 1-ლი ნომერი მანუელ ნოიერი დაახასიათა.

„ნოიერს ფორმის შიგნით არც ხელები აქვს, არც გულ-მკერდი და არც მენჯი. მხოლოდ კლავიატურა, რაზეც მას სათამაშო სიტუაცია შეყავს“, - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს გაერთიანებული ევროპული ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ტვიტერის გვერდი.

„ბავარიის“ გოლკიპერი კვლავ რეაბილიტაციის პროცესს გადის და ბოლო ინფორმაციებზე დაყრდნობით მხოლოდ აგვისტოში შესძლებს გუნდში დაბრუნებას.

როგორც ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild-ი იუწყება ნოიერის ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა. თავდაპირველი პროგნოზის მიხედვით ნოიერის რეაბლიტაციას 2 თვე უნდა დასჭირვებოდა. თუმცა თუ გერმანელი კიპერი აგვისტოში დაბრუნდება, გამოდის 2 თვის მაგივრად 4 თვეს გაატარებს სარეაბილიტაციო პროცედურებში.

შეგახსენებთ, რომ ნოიერმა ტრავმა 18 აპრილს, მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ¼ ფინალური დაპირისპირების დროს მიიღო, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშგარე სიტუაციიდან თავის მორიგ ბურთს იტანდა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.