» » დუგლას კოშტა, ტრანსფერები, „მიუნხენ 1860“

დუგლას კოშტა, ტრანსფერები, „მიუნხენ 1860“

11-07-2017, 02:53 dachi8 სიახლეები 0

დუგლას კოშტა, ტრანსფერები, „მიუნხენ 1860“
დასვენებული და გარუჯული კარლ-ჰაინც რუმენიგე ორშაბათს, კორენტინ ტოლისოს პრეზენტაციაზე ზაბენერშტრასეზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. „ბავარიის“ აღმსრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ ტრანსფერებზე, „მიუნხენ 1860“-ზე და მოახლოებულ „აუდის ტურზე“ ისაუბრა.

კარლ ჰაინც რუმენიგე...

... დუგლას კოშტაზე: „ფეხბურთელმა განგვიცხადა, რომ კლუბის გამოცვლა სურს. მე ვადასტურებ, რომ ჩვენ კონკრეტულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ტურინის „იუვენტუსთან“. ამ მოლაპარაკებებს როგორც პოზიტიურს და სერიოზულს ასე დავახასიათებდი. მაგრამ ჯერ კიდევ არ შემიძლია იმის დადასტურება, რომ გადასვლა შედგა. ჩვენ თანხაზე უნდა შევთანხმდეთ და მაშინ დასრულდება ტრანსფერი“.

... სერჟ გნაბრიზე: „სერჟს სურს, რომ კიდევ 1 წელი არენდაში გაატაროს. მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ კონკრეტიკა არ გაგვაჩნია. აუცილებელია მშვიდად დაველოდოთ მოვლენებს“.

... შესაძლო ახალწვეულებზე: „სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ 6 კვირა იქნება ღია. მე ყოველთვის ვიძახდი: უკანასკნელ დღემდე ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. ჩვენ უკვე გვქონდა გამოცდილება, როდესაც ვიღაც ტრავმას იღებდა და აუცილებელი ხდებოდა მოქმედებებზე გადასვლა“.

... რენატუ სანჩესზე: „რენატუს იოლი წელი არ ჰქონია. ის ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა, შემდეგ კი 3 თვის განმავლობაში ტრავმირებული იყო. ვთვლი, რომ მისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ითამაშოს ამ სეზონში. ამიტომ ჩვენ ვმსჯელობთ იმის შესახებ დავიტოვოთ, თუ არენდით გავანათხოვროთ. მას სასწრაფოდ სჭირდება სათამაშო დრო“.

... „ალიანც არენიდან“ „მიუნხენ 1860“-ის შესაძლო გადასვლაზე: „პრინციპში მოლაპარაკებები დასრულებულია. ჩვენ შეთანხმებამდე მივედით, რომ „მიუნხენ 1860“ „ალიანც არენიდან“ გადავა. მოლაპარაკებები 3 მხარეს შორის გაიმართა: „ბავარია“, „მიუნხენ 1860“ და „ალიანცი“. სერიოზული და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ყველა მხარისათვის. ყველანაირი ფორმალობა ქაღალდზეა გაწერილი, მხოლოდ „მიუნხენ 1860“-ის ხელის მოწერაღა აკლია“.

... მოახლოებულ ტურნეზე ჩინეთში და სინგაპურში: „მოგზაურობა შეესაბამება როგორც ეკონომიკურ, ასევე სპორტულ ინტერესებს. ჩვენ ჩვენი თავის პრეზენტაცია გვსურს პარტნიორებთან და გულშემატკივრებთან. მაგრამ სპორტული კომპონენტიც მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდი კლუბების წინააღმდეგ ჩავატარებთ მატჩებს, თითოეულ დღეს დაგეგმილია ვარჯიში. მოგზაურობის დროს კი ფეხბურთელები უფრო ახლოს გაიცნობენ ერთმანეთს, ახალი ფეხბურთელებისათვის უფრო ადვილი იქნება გუნდში ინტეგრირება. და არ დაგვავიწყდეს, როდესაც დავბრუნდებით, ჩვენ კიდევ 3 კვირა გვექნება ბუნდესლიგის პირველი მატჩამდე. ამიტომ ამ ტურნეში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.