» » „ბავარია“ ოცნებებს რეალობად აქცევს

„ბავარია“ ოცნებებს რეალობად აქცევს

11-07-2017, 03:33 dachi8 ტრანსფერები 0

„ბავარია“ ოცნებებს რეალობად აქცევს
კორენტინ ტოლისო ოფიციალურად წარსდგა „ბავარიის“ ფეხბურთელად. ორშაბათს, დაახლოებით 4 კვირის შემდეგ კონტრაქტზე ხელმოწერიდან, კლუბის ახალწვეულმა თავისი პირველი სამუშაო დღე ჩაატარა ზაბენერშტრასეზე.

„მე კორენტენ ტოლისო მქვია, 22 წლის ვარ, მიყვარს ბევრი და ინტენსიური მუშაობა, ჩვეულებრივ კარგი ხასიათით გამოვირჩევი. ვიმედოვნებ, რომ მალე თქვენ ყველანი უკეთ გამიცნობთ“, - ამგვარად წარსდგა ფრანგი ჟურნალისტებთან პრეს-კონფერენციაზე. ჯერ-ჯერობით კოკო - ტოლისოს ზედმეტსახელი - არაა თანაგუნდელებისათვის ცნობილი; კარლო ანჩელოტი ორშაბათს მხოლოდ ლევანდოვსკისა და კამპანიისათვის ატარებდა ვარჯიშს (იმ ფეხბურთელებისათვის, რომლებიც დღეს შეუერთდნენ შვებულების შემდეგ გუნდს).

მიზეზებზე, თუ რატომ შეაჩერა „ბავარიამ“ თავისი არჩევანი ტოლისოზე კარლ-ჰაინც რუმენიგემ ისაუბრა: ჩვენ მას დიდი ხნის მანძილზე ვადევნებდით თვალს. ის ძლიერია ორთაბრძოლებში, ამტანია და სწრაფი. მან იცის თუ როგორ შექმნას საფრთხე მოწინააღმდეგის კართან. კოკო - ის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ მრავალ პოზიტიურ ემოციას მოგვიტანს. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ გვესადაგება“. "გერმანიაში აქამდე მხოლოდ კოკო შანელი იყო ცნობილი, იმედი მაქვს მალე კოკო ტოლისოზეც დაიწყებენ ლაპარაკს" დაამატა გაღიმებულმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

ძალიან საინტერესო იყო იმის გაგება თუ კონკრეტულად რა პოზიციაზე უყვარს მოქმედება თვითონ ტოლისოს. „ყველაზე კარგად თავს საყრდენის პოზიციაზე ვგრძნობ ან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, ამ განლაგებით მე შემიძლია ხშირად წავიდე წინ“. გასულ სეზონში თავის მშობლიურ ლიონის „ოლიმპიკში“ ტოლისომ გუნდის 21 გოლში მიიღო მონაწილეობა, ამასთან 14 თვითონ გაიტანა. ამავე დროს ფრანგს არ ავიწყდება დაცვაშიც მუშაობაც. „მე იქ ვთამაშობ, სადაც მწვრთნელი მეტყვის“, - განაცხადა კორენტენმა.


„ბავარია“ ოცნებებს რეალობად აქცევს

მიუნხენში გადმოსვლა ტოლისოს რამოდენიმე კვირის წინ გაუხარდა. „მე „ბავარიაში“ მოვედი - მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, თუ ყველაზე უკეთესში არა“ - ასე აღფრთოვანებულად საუბრობდა თავის ახალ კლუბზე ფრანგი. კარლო ანჩელოტის ასისტენტმა ვილი სანიოლმა თავისი თანამემამულე ინფორმირებული გახადა ახალი კლუბის შესახებ: „მან კლუბის შესახებ მომიყვა, კარლო ანჩელოტისა და ქალაქის შესახებ. სანიოლმა ძალიან კარგი შტაბეჭდილება დატოვა“.

მინდორზე მუშაობასთან ერთად ტოლისოს სურს, რომ გერმანული ენის სწავლებითაც დაკავდეს. დღევანდელ დღეს 22 წლის ფრანგს გერმანულად მხოლოდ „გამარჯობისა" და „მადლობის" თქმა შეუძლია, მაგრამ მას ესმის, რომ აუცილებელია ამაზე მუშაობა. „რა თქმა უნდა, რაც შეიძლება სწრაფად მინდა რომ ლაპარაკი ვისწავლო გერმანულად, თუმცა მსმენია, რომ ეს ენა არც ისე იოლი სასწავლია. მაგრამ მე ძალიან მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი თუ როგორი მნიშვნელოვანია ენის ცოდნა“.

ტოლისო ჯერ კიდევ სასტუმროში ცხოვრობს, თუმცა საცხოვრებელის ძიება უკვე დაყწებულია. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ აქ პირადი სივრცე შევიქმნა“, - იძახის ნახევარმცველი, რომელიც სხვათაშორის „ბავარიას“ ბავშვობიდან უჭერს მხარს. „ბავარია“ - ეს უდიდესი კლუბია, რომელიც ბევრი ნიჭიერი ახლგაზრდის ოცნება რეალობად აქცია“. ტოლისოც გამონაკლისი არაა.

კეთილი იყოს შენი მობრძანება „ბავარიაში“, კორენტენ!
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.