» » რუდიგერმა საკუთარ კუმირად ბოატენგი დაასახელა

რუდიგერმა საკუთარ კუმირად ბოატენგი დაასახელა

11-07-2017, 10:49 -ss- სიახლეები 0

რუდიგერმა საკუთარ კუმირად ბოატენგი დაასახელა
ლონდონის "ჩელსის" ახალწვეული, ანტონიო რუდიგერი ჟურნალისტებთან საუბრისას საკუთარ თავს ახასიათებს და მის საფეხბურთო კუმირად, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ მცველს, ჟერომ ბოატენგს ასახელებს. "არისტოკრატთა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, 24 წლის ფეხბურთელი უპირატესობას ძალისმიერ თამაშს ანიჭებს და საფეხბურთო მოედანზე, ყოველ ჯერზე 100 პროცენტით იხარჯება.

"ჩემი ძლიერი მხარე? - რთულია საკუთარ შესაძლებლობებზე გაამახვილო ყურადღება, თუმცა აღვნიშნავ, რომ თამაშის დროს ყველაზე მეტად ძალისმიერი მომენტები მხიბლავს და მომწონს ართმევაზე თამაში. მე სწრაფი ფეხბურთელი ვარ და მაქსიმალურად ვიხარჯები. ყოველთვის 100 პროცენტის გაღებას ვცდილობ და მსურს რომ ეს ფაქტი გულშემატკივარმაც იცოდეს"

"ფეხბურთში ჩემი კუმირი? - ძალიან ბევრი ფეხბურთელით ვყოფილვარ აღფრთოვანებული აქედან გამომდინარე არჩევანის გაკეთება რთულია, მაგრამ ახლა საკუთარ კუმირად ჟერომ ბოატენგს დავასახელებდი"

"რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ვუყურებდი თუ არა ლონდონის "ჩელსის" თამაშებს, გეტყვით რომ კი. ეს "ჩელსისათვის" შესანიშნავი სეზონი იყო. ვფიქრობ, რომ ინგლისის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესოა. აქ თამაში კი თითოეული ფეხბურთელის სურვილს წარმოადგენს"-ციტირებს რუდიგერის სიტყვებს ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ანტონიო რუდიგერი, ლონდონის "ჩელსის" რიგებში 2017 წლის 9 ივლისს ჩაირიცხა. მანამდე ფეხბურთელი, იტალიურ საფეხბურთო კლუბ "რომას" ღირსებას იცავდა. ხსენებულ ფეხბურთელსა და ლონდონურ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტს მოქმედების ვადად , 2022 წლის 30 ივნისი აქვს განსაზღვრული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ზემოაღნიშნული ფეხბურთელის ტრანსფერისათვის 34 მილიონი ფუნტი გაიღო.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.