» » ოფიციალურად: "ბაიერნმა" ხამეს როდრიგესი დაიმატა

ოფიციალურად: "ბაიერნმა" ხამეს როდრიგესი დაიმატა

11-07-2017, 15:57 dachi8 სიახლეები 0

ოფიციალურად:
„ბავარია“ და მადრიდის „რეალი“ დღეს კოლუმბიელი ნახევარმცველის ხამეს რიდრიგესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ფეხბურთელი 2 წელი არენდით გაატარებს რეკორდმაისტერში 2019 წლის 30 ივნისამდე, რის შემდეგაც გამოსყიდული იქნება. "ბავარიის" მიერ. ხამეს როდრიგესი ხელშეკრულებას მას შემდეგ მოაწერს ხელს რაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხამეს როდრიგესი 6 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. იმავე წელსვე „მონაკოდან“ ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ გადავიდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კლუბთან ერთად ხამესი 2-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ესპანეთისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. მთლიანობაში ხამესმა „რეალის“ რიგებში 111 მატჩი ჩაატარა, სადაც 36 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ რომ ეს ტრანსფერი რეალიზაციაში მოვიყვანეთ. ხამეს როდრიგესის „ბაიერნში" გადმოყვანა კარლო ანჩელოტის დიდი სურვილი იყო. ერთად ისინი წარმატებით მუშაობდნენ „რეალში“, - მოყვა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. „ხამესს რამოდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და სტანდარტების დიდი ოსტატია, სახიფათოა მოწინააღმდეგის საჯარიმოში. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ტრანსფერი გაცილებით აამაღლებს ჩვენი გუნდის დონეს“.

ხამეს როდრიგესი „ბავარიის“ შემადგენლობაში მალე გამოცხადდება და აზიურ ტურნეშიც გაყვება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.