» » როდრიგესი: აღფრთოვანებული ვარ

როდრიგესი: აღფრთოვანებული ვარ

12-07-2017, 13:44 dachi8 სიახლეები 0

როდრიგესი: აღფრთოვანებული ვარ
ხამეს როდრიგესმა უკვე გაატარა თავისი პირველი ღამე მიუნხენში. სამშაბათს საღამოს 8 საათისათვის ხამეს როდრიგესმა თავისი პირველი ნაბიჯი გადადგა ბავარიულ მიწაზე და მაშინვე გაიგო თუ რა არის ლადერჰოზე. აეროპორტის ერთ-ერთი პერსონალი კოლუმბიელს ტრადიციულ ბავარიულ ტყავის შარვლით დახვდა. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, რომელიც დღეს თავის დაბადების დღეს აღნიშნავს, ბავარიის მაისური მოირგო და პირველი სამედიცინო შემოწმება გაიარა.

„მე ძალიან ბდენიერი ვარ და სულმოუთმენლად ველოდები როდის შევუერთდები ამ დიდებულ კლუბსა და შესანიშნავ გუნდს. ყველასათვის ცნობილია თუ რას ნიშნავს „ბავარია“ და რა კლუბია, - განაცხადა ხამესმა ბავარიის ტვ-თან“.

„ეს ახალი კულტურაა, ახალი კლუბი, ახალი ცხოვრება. მაგრამ მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ და ვიმედოვნებ დიდ წარმატებას მივაღწევ აქ და ჩემს ოცნებებს რეალობად ვაქცევ“ - დასძინა კოლუმბიელმა.

სამედიცინო შემოწმების მე-2 ეტაპის შემდეგ, ხამესი ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რის შემდეგაც 16:30 საათზე (თბილისის დროით) ფეხბურთელი ალიანც არენაზე ოფიციალურად იქნება წარდგენილი.

როდრიგესი: აღფრთოვანებული ვარ


როდრიგესი: აღფრთოვანებული ვარ


როდრიგესი: აღფრთოვანებული ვარ


როდრიგესი: აღფრთოვანებული ვარ
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.