» » როდრიგესს "ბავარიაში" წარმატებები სწყურია

როდრიგესს "ბავარიაში" წარმატებები სწყურია

12-07-2017, 23:31 dachi8 სიახლეები / ტრანსფერები 0

როდრიგესს
Feliz cumpleaños ხამეს როდრიგეს!
2014 წლის „ოქროს ბუცის“ გამარჯვებულმა უფრო მეტი მიიღო თავის 26-ე დაბადების დღეზე, ვიდრე ეს საჩუქრები და სადღესასწაულო ტორტია. მისი სიტყვებით, მან მიიღო „ახალი გამოწვევა, ახალი კულტურა, ახალი ენა და ახალი ცხოვრება“. მოკლედ რომ ვთქვათ - კონტრაქტი „ბავარიასთან“.

„მოხარული ვარ აქ ყოფნით“, - განაცხადა ხამესმა, რომელიც "ალიანც არენაზე" თავის პირველ კონფერენციაზე პიჯაკითა და ჰალსტუხით გამოცხადდა. „აქ დიდი სურვილებითა და მოგებების წყურვილით მოვედი. ბავარია - ეს ტრადიციულად ის გუნდია, რომელსაც ყოველთვის გამარჯვებები სწყურია. მეც გამარჯვებულის მენტალიტეტი მაქვს და მსურს რომ აქ ისტორია დავწერო“.

მსოფლიოს კამერებმა და ჟურნალისტებმა კოლუმბიელის პირველი სახალხო გამოჩენა იხილეს „ბავარიის“ ფეხბურთელის რანგში. სულ რამოდენიმე საათის წინ მან რეკორდმაისტერთან 2 წლიან იჯარის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი (2019 წლის 30 ივნისამდე). „ბაიერნს“ როდრიგესის იჯარის ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ასევე მისი შეძენის უფლება აქვს.

ანჩელოტისთან ხელახალი შეხვედრა

"ანჩელოტიმ შემტევი ნახევარმცველის შეძენის იდეა წამოწია რამოდენიმე თვის წინ, რომელთანაც წარმატებით მუშაობდა „რეალში“ 2014/15 წლის სეზონში. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ რომ ეს გარიგება შედგა“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და დაამატა: „ასევე ფინანსურადაც მისაღები იყო ეს შეთანხმება“.

„ეს განსაკუთრებული დღეა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხამესი დღეს აქ იმყოფება“, - თქვა ანჩელოტიმ. 58 წლის სპეციალისტმა კოლუმბიელი „ძალიან თავშეკავებულ პიროვნებად“ და „დიდებულ შემტევ ნახევერმცველად“ დაახასიათა. „მისი ხარისხი სწრაფად გამოაშკარავდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მასთან ერთად უფრო მეტად გავძლიერდებით“.

„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ღიად ტოვებს ხამესის პოზიციის საკითხს გუნდში: „მას ყველგან შეუძლია თამაში, მარცხნივ, მარჯვნივ, ცენტრში. ის იპოვის თავის ადგილს“, - თქვა იტალიელმა. „მე იქ ვთამაშობ, სადაც მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ“, - დააკომენტარა ხამესმა. „მე კვლავ მსურდა მასთან მუშაობა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ამან მიბიძგა აქ აღმოვჩენილიყავი“.

ამავე დროს, კოლუმბიელი აცნობიერებს, რომ მიუნხენში თავისი ადგილის დამკვიდრებისათვის ბრძოლა მოუწევს. „ბავარია“ ევროპის სამ უდიდეს კლუბში შედის. შენ ყოველთვის ბევრი უნდა იმუშაო, რომ თერთმეტეულში მოხვდე და მე ამას გავაკეთებ. მსურს, გუნდს დავეხმარო ტიტულების მოპოვებაში“, - ხაზი გაუსვა თავის ნათქვამს ხამესმა. ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ ხამესს ამ შაბათს ტელეკომის თასის გათამაშებაშიც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, თუმცა ის დაელოდება და შეხედავს თუ როგორ წარმოაჩენს თავს ის ვარჯიშებზე.

ხამეს დავიდ როდრიგეს რუბიო, მისი სრული სახელია და ის „ბავარიის“ პირველი კოლუმბიელი ფეხბურთელი არ გახლავთ. 1993-1995 წლებში ადოლფო ვალენსიაც ასევე წითელ მაისურს ატარებდა. „ძალიან ვამაყობ, რომ აქ მე მე-2 კოლუმბიელი ვარ", - თქვა ხამესმა. რეპორტიორებს მან განუმარტა, რომ ბავშვობაში ის „ბავარიის“ თამაშებს ხშირად უყურებდა და თვლის, რომ ბუნდესლიგა „ძალიან მიმზიდველია“.


კონსულტაცია ტონი კროოსთან

კოლუმბიის ნაკრების კაპიტანმა „ბავარიის“ შესახებ, თავის თანაკლუბელს ყოფილ „ბავარიელს“ ტონი კროოსს შეეკითხა. „მე მას კლუბისა და ქალაქის შესახებ შევეკითხე და მან მითხრა, რომ ეს ფანტასტიკური ქალაქი და შესანიშნავი კლუბია“. ახლა მას სურს მიუნხენში თავი როგორც სახლში ისე იგრძნოს და ამისათვის ის შეეცდება გერმანული ენა რაც შეიძლება სწრაფად ისწავლოს. ის ასევე მიუნხენში საცხოვრებელს ეძებს და მოძებნისთანავე მისი ოჯახი (მეუღლე და ქალიშვილი სალომე) მასთან ერთად ქალაქში გადმოვლენ.

რუმენიგე იმედოვნებს, რომ „ახალწვეული ბედნიერად იგრძნობს თავს მიუნხენში, რადგან ამის ფეხდაფეხ მას ავტომატურად გოლები და საგოლე გადაცემებიც ექნება". „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის გუნდს დამატებით ხარისხს შესძენს“, ამის გარდა, რუმენიგე თვლის, რომ ხამესი „ბაიერნის“ იმიჯს გაზრდის მსოფლიოს მასშტაბით „ის ასევე კარგი შესახედაობისაა და მე უკვე მოვისმინე ჩემი ქალიშვილებისა და მეუღლისაგან შემდეგი სიტყვები - ის კარგად გამოიყურება", ასე, რომ ხამესს მიუნხენში ყველაფერი აქვს წარმატების მისაღწევად.

პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ ხამესმა თავისი 26-ე დაბადების დღის აღსანიშნავად ტორტი მიიღო „ბაიერნის“ ლოგოს გამოსახულებითა და წარწერით „დაბადების დღეს გილოცავთ ძვირფასო ხამეს“.

როდრიგესს "ბავარიაში" წარმატებები სწყურია


როდრიგესს "ბავარიაში" წარმატებები სწყურია


როდრიგესს "ბავარიაში" წარმატებები სწყურია
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.