» » დუგლას კოშტა "იუვენტუსის" ფეხბურთელია

დუგლას კოშტა "იუვენტუსის" ფეხბურთელია

12-07-2017, 23:53 dachi8 სიახლეები 0

დუგლას კოშტა
“ბავარიამ“ და „იუვენტუსმა“ დუგლას კოშტას ტრანსფერი შეათანხმეს. 26 წლის ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი არენდით 1 წელი ტურინის „იუვენტუსში“ გაატარებს, შემდეგ კი იტალიური კლუბი გამოსყიდვის ოფციას აამოქმედებს.

„ჩვენ სერიოზული და კონსტრუქციული მოლაპარაკებები გავმართეთ „იუვენტუსის“ წარმომადგენლებთან და „ბავარიის“ ყველა ფინანსური მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

2015 წელს კოშტა „ბავარიაში“ დონეცკის „შახტარიდან“ გადმოვიდა. 2 სეზონში მან „ბავარიის“ შემადგენლობაში 77 ოფიციალური მატჩი ჩაატარა (14 გოლი და 27 საგოლე გადაცემა). 2-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და თითოჯერ სუპერთასისა და გერმანიის თასის გამარჯვებული.

„მსურს, მადლობა გადავუხადო დუგლას კოშტას მისი მუშაობისათვის. 2 წლის შემდეგ, სადაც მან 4 ტიტული მოიპოვა, დრო დადგა ახალი გამოწვევის მიღების. ვუსურვებთ დუგლას კოშტას და მის ოჯახს ყველაფერს საუკეთესოს“ - ნათქვამია კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიმართვაში.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელის სანაცვლოდ, იტალიური კლუბი „ბავარიას“ არენდაში 6 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო. მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევრო იქნება. თანხა შესაძლოა 1 მილიონი ევროთი გაიზარდოს, თუ გარკვეული ნიშნულები იქნება მიღწეული.

თვითონ დუგლას კოშტამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა იტალიურ კლუბში და პირველი ინტერვიუც გააკეთა: „მოხარული ვარ კონტრაქტის გაფორმებით და რომ ამ დიდებული კლუბის ნაწილი გავხდი. ეს შესანიშნავი გუნდია და მე ყოველთვის ვოცნებობდი აქ მეთამაშა. ერთი სული მაქვს ვარჯიშებს როდის დავიწყებ ჩემს ახალ თანაგუნდელებთან ერთად. მსურს მათ დავეხმარო, როგორც ამას „ბავარიაში“ ვაკეთებდი. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტის მიღწევა შემიძლია „იუვენტუსთან“ ერთად“, - განაცხადა ბრაზილიელმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.