» » “მე შენ მჭირდები ხამეს” - ბონეტი როდრიგესის ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს

“მე შენ მჭირდები ხამეს” - ბონეტი როდრიგესის ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს

13-07-2017, 06:37 dachi8 ჭორები 0

“მე შენ მჭირდები ხამეს” - ბონეტი როდრიგესის ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
მიუნხენის „ბაიერნის“ იტალიელ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერების 2 ვარიანტი ჰქონდა - „პსჟ“-ს ნახევარმცველი ანხელ დი მარია და ხამეს როდრიგესი მადრიდის „რეალიდან“.

„ბავარიამ“ ანხელ დი მარიასთან შესაძლო გარიგების წინ, კარლო ანჩელოტის ჩარევის საშუალებით იტალიელი სპეციალისტის ყოფილი შეგირდი ხამეს როდრიგესი აირჩია, თუმცა მას დი მარიასთანაც მოუწია მუშაობა.

ეს ინფორმაცია კოლუმბიური კანალის Caracol-ის სპორტული დირექტორი ხავიერ ერნანდეს ბონეტიდან ვრცელდება, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია კოლუმბიელი ნახევარმცველის „ბავარიაში“არენდით აყვანის თაობაზე.

ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ხამეს როდრიგესის აგენტის ხორხე მენდესის უშედეგო მცდელობის შემდეგ - დაეკავშირებინა თავისი აგენტი ევროპის რომელიმე საუკეთესო კლუბს, ხამესმა მიიღო ის ფაქტი, რომ მომდევნო კვირაში წინასასეზონო ვარჯიშების ჩატარება მადრიდის „რეალთან“ ერთად მოუწევდა.

მაგრამ ყველაფერი წინა პარასკევს შეიცვალა, როდესაც, როგორც ჩანს კარლო ანჩელოტიმ როდრიგესს შემდეგი შინაარსის სიტყვებით დაურეკა - „მე შენ მჭირდები ხამეს“.

„ამ ზარმა ის გააოცა, რადგან ეს კარლო ანჩელოტი იყო „ბავარიის“ მწვრთნელი და ამავე დროს მისი ყოფილი მწვრთნელი მადრიდის „რეალიდან“, - ყვება ბონეტი.

„მე მოვდივარ, ხორხე მენდესს დავურეკავ“ - უთხრა ყურმილში ხამესმა მისტერს, რის შემდეგაც ხამესი მენდესს დაუკავშირდა და რომლის აქტიური მუშაობით და დახმარებითაც ეს გარიგება ასე სწრაფად და ამასთანავე უქმე დღეებში შედგა. ტრანსფერის შესახებ კი უკვე სამშაბათს 11 ივლისს გახდა ცნობილი.

ნათქვამია, რომ ანჩელოტი და „ბავარია“ ფრანგული კლუბიდან დი მარიას ტრანსფერს განიხილავდნენ. ვინგერი რა თქმა უნდა ვარსკვლავი იყო თავის პოზიციაზე, როდესაც ანჩელოტიმ 2014 წელს მადრიდელებს ასე ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასი მოუტანა, მაგრამ იტალიელზე მეტი შთაბეჭდილება ხამეს როდრიგესმა მოახდინა.

„2 ფეხბურთელი იყო „ბაიერნის“ რადარზე. - იძახის ბონეტი, დი მარია და ხამეს როდრიგესი და საბოლოოდ მწვრთნელმა ხამეს როდრიგესი აირჩია. არა მხოლოდ ასაკის გამო (ხამეს როდრიგესი 26, ანხელ დი მარია 29), არამედ შრომისმოყვარეობისა და დისციპლინის გამო, რომელიც კოლუმბიელში აღმოაჩინა“.

ხამეს როდრიგესი მადრიდის „რეალს“ „მონაკოდან“ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდა, სადაც იტალიელმა სპეციალისტმა და კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ბერნაბეუზე 2014/15 წლის სეზონი ერთად გაატარეს, ხამესმა აღნიშნულ სეზონში 17 გოლის გატანა შეძლო და ეს მის კარიერაში ყველაზე წარმატებულ სეზონს მიეკუთვნება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.