ოფიციალურად: სერჟ გნაბრი არენდით "ჰოფენჰაიმში" გადავიდა
სერჟ გნაბრი მიუნხენის „ბაიერნიდან“ ბუნდესლიგის კლუბ „ჰოფენჰაიმ 1899“-ში გადავიდა 1 წლიანი იჯარით.
21 წლის გერმანელი - ევროპის U21 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული, რომელიც გასულ სეზონში ბრემენის „ვერდერში“ ასპარეზობდა და მიუნხენურ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს ივნისში მოაწერა ხელი, 1 წლიანი არენდით ევრო თასებზე მოასპარეზე გუნდში „ჰოფენჰაიმში“ 2018 წლის 30 ივნისამდე იჯარის წესით იქნება განათხოვრებული.
„ეს სერჟის დიდი სურვილი იყო, რომ არენდით გაგვეშვა სათამაშო პრაქტიკის გამო“, - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. „ჩემი აზრით, “ჰოფენჰაიმში” მას ეს მაღალ დონეზე გამოუვა. 1 წლის შემდეგ, სერჟი „ბაიერნში“ დაბრუნდება".
„სერჟ გნაბრის „ბაიერნის“ სახელით ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ „ჰოფენჰაიმში“, ასევე მადლობას ვუხდი კლუბის წარმომადგენლებს სერიოზული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისათვის, რომელიც ამ გარიგებას თან სდევდა“ - ნათქვამია კარლ-ჰაინც რუმენიგეს "ბაიერნის" მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში.