» » ტოლისო და ხამესი დებიუტის ზღურბლზე არიან

ტოლისო და ხამესი დებიუტის ზღურბლზე არიან

14-07-2017, 19:10 dachi8 სიახლეები 0

ტოლისო და ხამესი დებიუტის ზღურბლზე არიან
5 კვირით ადრე სეზონის დაწყებამდე, ამ უქმეებზე ფეხბურთის გულშემატკივრები შეძლებენ ბუნდესლიგის რამოდენიმე კლუბის თამაშების ხილვას. „ბორუსია-პარკი“-ს სტადიონზე მიონხენგლადბახში უკვე 9-ედ ჩატარდება „ტელეკომის თასის“ გათამაშება. მასში მონაწილეობას მასპინძელი კლუბი მიონხენგლადბახის „ბორუსია“, „ჰოფენჰაიმი“, „ვერდერი“ და „ბავარია“ მიიღებენ.

ტურნირი 16:00 საათზე დაიწყება თბილისის დროით. პირველ ნახევარფინალში „ბორუსია“ და „ვერდერი“ დაუპირისპირდება ერთმანეთს, ხოლო 17:15 საათზე „ბავარია“ – „ჰოფენჰაიმის“ მატჩი დაიწყება. თითოეული მატჩი 45 წუთიანია. ფრეს შემთხვევაში დამატებითი დრო არ დაინიშნება, გუნდები მაშინვე პენალტების სერიაზე გადავლენ. მატჩი მე-3 ადგილისათვის 18:30 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალი 19:45 საათზე გაიმართება.

„ჩვენ იქ გამარჯვებისთვის გავემგზავრებით“, - აცხადებს „ბავარიის“ გოლკიპერი ტომ შტარკე. მანუელ ნოიერისა და სვენ ულრაიხის არ ყოფნისას შტარკე ადგილს კარში დაიკავებს, ხოლო მისი შემცვლელი ახალგაზრდა ქრისტიან ფრიუხტლი იქნება. „ბავარია“ ამ ტიტულის მოქმედი მფლობელია და შეეცდება ის ახლაც დაიცვას.

ბოლო 2 წარმატებული სატესტო მატჩის შემდეგ (4:1 „ვოლფრატსჰაუზენთან“ და 9:1 „ერლანგენ-ბრიუკთან“) „ბავარია“ პირველად წინასასეზონო მომზადების ფარგლებში ბუნდესლიგის გუნდებთან ითამაშებს. შტარკე ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ მატჩი „ჰოფენჰაიმთან“ რთული იქნება. იულიან ნაგელსმანის გუნდმა საოცარი სეზონი ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე გავიდა.

უახლოეს მომავალში კარლო ანჩელოტი ტურნირის განაცხადზე გადაწყვეტილებას მიიღებს. ნოიერისა და ულრაიხის გარდა, ასევე ვერ ითამაშებენ არიენ რობენი და ჟერომ ბოატენგი. სამაგიეროდ, მოსალოდნელია რომ „ბავარიაში“ თავის დებიუტს ახალწვეულები კორენტენ ტოლისო და ხამეს როდრიგესი აღნიშნავენ. „თუ ხამესი მზად იქნება, ის შეძლებს თამაშს“, - განაცხადა ანჩელოტიმ. ჩვენ ახლა წინასასეზონო მომზადების შუალედში ვიმყოფებით, ამიტომ მწვრთნელი მრავალფეროვან ცვლილებებს გამოცდის“, - განაცხადა შტარკემ.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.