» » ბაიერნმა თანამშრომლობა „ჰუგო ბოსთან“ დაიწყო

ბაიერნმა თანამშრომლობა „ჰუგო ბოსთან“ დაიწყო

15-07-2017, 12:57 LEV4NI სიახლეები 0

ბაიერნმა თანამშრომლობა „ჰუგო ბოსთან“ დაიწყო
რამდენიმე დღის წინ მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია რომელიც ბავარიულ კლუბში მომხდარ კიდევ ერთ ცვლილებაზე გვაწვდის ინფორმაციას.

საქმე ის გახლავთ რომ ამიერიდან მიუნხენის ბაიერნის ჩაცმულობაზე არათუ იტალიური „არმანი“ არამედ გერმანული ბრენდი „ჰუგო ბოსი“ იზრუნებს.

მხარეებს შორის კონტრაქტს ხელი 13 ივლისს მოეწერა, ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი 2017 წლის საზაფხულო ტურნეზე რეკორდმაისტერი უგო ბოსის საზაფხულო კოლექციასაც წარადგენს.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით კომენტარს აკეტებს „ჰუგო ბოსის“ გენერალური მდივანი მარკ ლანგერი: „ჩვენ გვაქვს პატივი ვითანამშრომლოთ ისეთი დონის გუნდთან როგორიც ბაიერნია, დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ და მიუნხენური საფეხბურთო კლუბი ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ“

აღნიშნული მოვლენას შემდეგნაირად გამოეხმაურა მიუნხენის ბაიერნის გენერალური მდივანი კარლ-ჰაინც რუმენიგე: „ჰუგო ბოსი პროფესიონალიზმისა და ხარისხის სინონიმია, ეს ბრენდი ჩვენი კლუბის დიდებული პარტნიორი იქნება და ნამდვილად მოხარული ვარ იმით რომ ჩვენი მოთამაშეები ხსენებული ბრენდის მიერ წარმოებული სამოსით იმოგზაურებენ“
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.