» » ჰამანი ხამესზე: „ის მხოლოდ ანჩელოტის მოსწონს“

ჰამანი ხამესზე: „ის მხოლოდ ანჩელოტის მოსწონს“

15-07-2017, 15:46 dachi8 სიახლეები 0

ჰამანი ხამესზე: „ის მხოლოდ ანჩელოტის მოსწონს“
როგორც ლოთარ მათეუსი, ასევე დიტმარ ჰამანიც Sky-ს ექსპერტი და “ბავარიის“ ყოფილი ნახევარმცველი, რომელიც რეკორდმაისტერში 1989-1998 წლებში გამოდიოდა, არაა დარწმუნებული „ბაიერნის“ ახალ შენაძენში - კოლუმბიელ ხამეს როდრიგესში. „ხამესი „რეალში“ მხარდაჭერით არ სარგებლობდა. ახლა მან თავიდან უნდა დაამტკიცოს თავისი შესაძლებლოები“ - იძახის ჰამანი.

„ბაიერნის“ გულშემატკივრები ახალ სეზონს იმედით ხვდებიან და დიდი სიმპათიით არიან განმსჭვალულნი კოლუმბიელის მიმართ. Sky-ს ექსპერტს დიტმარ ჰამანს არ ესმის ხამეს როდრიგესის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი: „მან უნდა დაამტკიცოს მიუნხენში, რომ ის ისეთივე კარგია, როგორადაც მას ხალხი თვლის“.

ის არ იყო დამაჯერებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში. „რეალში“ რაფაელ ბენიტესისა და ზინედინ ზიდანის მწვრთნელობისას მნიშვნელოვან მატჩებში ის მხოლოდ სათადარიგო სკამზე იჯდა. ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსთან“ 26 წლის კოლუმბიელი განაცხადშიც კი არ იყო შეყვანილი.

“3 მწვრთნელიდან რომელიც მას მადრიდში ჰყავდა, ის მხოლოდ ერთს მოეწონა და ეს ანჩელოტი იყო“, - იძახის დიტმარ ჰამანი. ანჩელოტი, რომელმაც ის მადრიდში მოიყვანა 2014/15 წლის სეზონში, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ხამესი ტურნირის ბომბარდირი გახდა. ის საკვანძო ფეხბურთელი გახდა ანჩელოტის „რეალში“ და „ბაიერნის“ გულშემატკივრები იმედებს იმ სეზონის მონაცემებზე ამყარებენ, რადგან კარლო ანჩელოტის მეთაურობით მას თამაშის საკმაო დრო ეძლეოდა და ფეხბურთელიც საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებდა. - ნათქვამია Sky-ს სტატიაში.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.