» » მიუნხენის ბაიერნი ტელეკომის თასის ფინალშია

მიუნხენის ბაიერნი ტელეკომის თასის ფინალშია

15-07-2017, 19:19 LEV4NI სიახლეები 0

მიუნხენის ბაიერნი ტელეკომის თასის ფინალშია
დღეს სტარტი აიღო საკმაოდ საინტერესო გათამაშებამ რომელიც ტელეკომის თასის სახელითაა ცნობილი, ბავარიულმა გიგანტმა კი ხსენებულ ტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

რეკორდმაისტერი 1/2 ფინალურ ეტაპზე გასული სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ჰოფენჰაიმს დაუხვდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა, ერთადერთი ბურთი კი მატჩის მეშვიდე წუთზე ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ აკრობატულ ნახტომში შეაგდო.

Lewy-ს გარდა ბავარიელთა მხრიდან გოლის გატანის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა ტომას მიულერს რომელსაც 2 ეპიზოდში ჰოფენჰაიმის მეკარემ აჯობა, ტიაგო ალკანტარას დარტყმული ძელს მოხვდა ხოლო მიუნხენელთა ახალწვეულ კორენტინ ტოლისოს კი ტომას მიულერის მსგავსად გოლის გატანის საშუალება კობელმა არ მისცა.

აღნიშვნის ღირსია ბაიერნის ფრანგი ვინგერის კინგსლი კომანის თამაშიც რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ (თუ საუკეთესო არა), ახალგაზრდა გარემარბი ძალიან ხშირად და ეფექტურად ამწვავებდა თამაშს.

შესაბამისად კარლო ანჩელოტის მიერ დამოძღვრილი გუნდი ტელეკომის თასის ფინალშია სადაც თბილისის დროით 19:45 საათზე ბრემენის ვერდერს შეხვდება.

მესამე ადგილისთვის გასამართი მატჩი კი ამ წუთებში მენხენგლადბახის ბორუსიასა და ჰოფენჰაიმს შორის მიმდინარეობს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.