» » ტოლისომ დებიუტი იზეიმა

ტოლისომ დებიუტი იზეიმა

15-07-2017, 19:26 dachi8 სიახლეები 0

ტოლისომ დებიუტი იზეიმა
„ტელეკომის თასის“ მოქმედი ჩემპიონი „ბავარია“ ტურნირის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში გერმანიის რეკორდმაისტერმა „ჰოფენჰაიმს“ ანგარიშით 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. „ბავარია“ დომინირებდა მთელი 45 წუთის განმავლობაში, კორენტენ ტოლისომ კი დებიუტი აღნიშნა.

„ვფიქრობ, ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბევრი მომენტი გვქონდა. დასანანია, რომ კიდევ მეტის გატანა ვერ მოვახერხეთ“, - განაცხადა ფრანკ რიბერიმ ფინალური სასტვენის შემდეგ.

ფინალში „ბავარია“ ბრემენის „ვერდერს“ დაუპირისპირდება თბილისის დროით 19:45 საათზე.
„ბავარია“ 4-2-3-1 სქემით მოქმედებდა, კორენტენ ტოლისო პირველივე წუთებიდან გამოვიდა მოედანზე და საყრდენ ზონაში განთავსდა ალკანტარასთან ერთად. იმის მიუხედავად, რომ 8 ფეხბურთელი სხვადასხვა მიზეზის გამო განაცხადში ვერ მოხვდა, კარლო ანჩელოტიმ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა გამოიყვანა მოედანზე. ტომას მიულერმა კაპიტნის სამკლაურით გამოიყვანა გუნდი მოედანზე. ახალწვეული ხამეს როდრიგესი კი სათადარიგო სკამზე განთავსდა.

„ბავარია“ პირველივე წუთებიდან დომინირებდა თამაშში. მატჩი უმეტესწილად „ჰოფენჰაიმის“ საჯარიმოში მიმდინარეობდა. პრაქტიკულად პირველივე შეტევაში „ბავარიელებმა“ ანგარიში გახსნეს: ბერნატმა მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდება განახორციელა, სადაც რობერტ ლევანდოვსკიმ ერთი შეხებით ბურთი ბადეში გადაგზავნა.

მიუნხენელებს რამოდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა ანგარიში უფრო დიდი გაეხადათ. 2-ჯერ (19., 26.) მიზანთან ახლოს ფრანკ რიბერი იყო და 26-ე წუთზე ტიაგო ალკანტარა, რომელმაც თავით დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

35-ე წუთზე ტოლისომ კარგად დაარტყა, მაგრამ „ჰოფენჰაიმის“ გოლკიპერმა თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. საბოლოოდ მიუნხენელებმა დამსახურებელი მოგება იზეიმეს.

ფინალი „ვერდერის“ წინააღმდეგ 19:45 საათზე დაიწყება.

შემადგენლობა: შტარკე - რაფინია, ჰუმელსი, მარტინესი, ბერნატი - ტიაგო, ტოლისო - კომანი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.

გოლები: ლევანდოვსკი (7.)

ყვითელი ბარათები: ტოლისო, ბერნატი / სალაი
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.