» » "ბავარიამ" ტელეკომის თასი 4-ედ მოიგო

"ბავარიამ" ტელეკომის თასი 4-ედ მოიგო

15-07-2017, 21:41 dachi8 სიახლეები 0

ახალი სეზონის 1-ლი ტიტული უკვე „ბაიერნისაა“! წინასასეზონო მომზადების დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ „ბავარიამ“ ტელეკომის თასზე გამარჯვება მოიპოვა. 42 000 ათასი გულშემატკივრის თვალწინ „ბორუსია პარკის“ სტადიონზე გერმანიის რეკორდმაისტერმა ფინალში ანგრიშით 2:0 „ვერდერი“ დაამარცხა. „ბავარიამ“ ეს ტიტული 4-ედ მოიპოვა 2013, 2014 და 2017 წლის იანვრის შემდეგ. გოლებით თომას მიულერი (13.) და ხუან ბერნატი (34.) გამოირჩნენ.

ნახევარფინალური მატჩისაგან განსხვავებით „ჰოფენხაიმთან“ (1:0), კარლო ანჩელოტიმ 5 ცვლილება განახორციელა სასტარტო შემადგენლობაში: კრისტიან ფრიუხტლი, დავიდ ალაბა, მილოშ პანტოვიჩი და ფრანკ ევინა პირველივე წუთებიდან გამოვიდნენ ტომას შტარკეს, ფრანკ რიბერის, ტიაგოსა და ლევანდოვსკის მაგივრად. ასევე თავისი დებიუტი რეკორდმაისტერში ხამეს როდრიგესმაც აღნიშნა. კოლუმბიელმა მეორე დებიუტანტი კორენტენ ტოლისო შეცვალა.

მრავალრიცხოვანი გადაადგილების მიუხედავად - ალაბა დაცვის ცენტრში მოქმედებდა, მარტინესი საყრდენ ზონაში, ხოლო, ხამესი მარჯვენა ფლანგზე - „ბავარიამ“, როგორც წინა თამაშში, პირველივე წუთებიდან ინიციატივა მოიპოვა. მატჩის დასაწყისშივე სახიფათო მომენტები ჰქონდათ ევინას (2.) და ალაბას (5.), მე-11 წუთზე სიზუსტე დააკლდა კინგსლი კომანს.

თუ როგორ უნდა გაიტანო გოლი მე-13 წუთზე ამის დემონსტრირება ტომას მიულერმა მოახდინა და შესანიშნავი დარტყმით 20 მეტრიდან მეტოქის კარი აიღო. ბრემენელები თავის მხრივ ცდილობდნენ, მაგრამ „ბავარიას“ ვერაფერი ვერ დაუპირისპირეს.

34-ე წუთზე ბერნატმა ყველა კითხვა მოხსნა გამარჯვებულზე. ესპანელმა მიულერთან ერთად კედელი გაათამაშა და ზუსტი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა. რამოდენიმე წუთის შემდეგ მიულერს შეეძლო დუბლი შეესრულებინა, მაგრამ პენალტის რეალიზაცია ვერ მოახერხა.

საბოლოოდ „ბავარიამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და კაპიტანმა ტომას მიულერმა ამაყად ასწია მაღლა ტელეკომის თასი!


შემადგენლობა: რაფინია (21. გიოცე), ჰუმელსი, ალაბა, ბერნატი - მარტინესი (21. ტოლისო), პანტოვიჩი - ხამესი, მიულერი, კომანი (21. ფრიდლი) - ევინა.

გოლები: 1:0 მიულერი (13.), 2:0 ბერნატი (34.)
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.