» » Football Italia : "მილანს" სანჩესის არენდით აყვანა სურს

Football Italia : "მილანს" სანჩესის არენდით აყვანა სურს

16-07-2017, 11:34 -ss- ჭორები 0

Football Italia :
მიუნხენის "ბაიერნის" პორტუგალიელი ლეგიონერი რენატუ სანჩესი, იტალიურ საფეხბურთო კლუბ "მილანის" ინტერესის სფეროში მოექცა. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Football Italia იტყობინება, 19 წლის ნახევარმცველის ხელში ჩასაგდებათ, "მილანის" ხელმძღვანელობა აპირებს მიუნხენელებს კონკრეტული წინადადებით მიმართოს და გერმანელებს არენდის ხელშეკრულების გაფორმება შეთავაზოს.

ზემოაღნიშნული სპორტული გამოცემის მტკიცებით, იტალიური კლუბი მზად არის, რენატუ სანჩესის ორი წლით არენდით აყვანისათვის 7 მილიონი ევრო გაიღოს. იტალიური მხარის მოთხოვნით, ხსენებული ხელშეკრულება ასევე უნდა ითვალისწინებდეს ე.წ გამოსყიდვის უფლებას. ამ ოფციის ამოქმედების შემთხვევაში კი "ბავარიელები" 40 მილიონ ევროს მიიღებენ.

2016 წლის ევროპის ჩემპიონი, მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში გასულ ზაფხულს ჩაირიცხა. გერმანულ გრანდს, ზემოხსენებული ფეხბურთელის ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2016-2017 წლის განვლილი საფეხბურთო სეზონი, სანჩესისათვის არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა და სასტარტო თერთმეტეულში, ერთეულ შემთხვევებში იყო წარმოდგენილი.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი. დათანხმდება თუ არა "როსონერის" ზემოხსენებულ შეთავაზებას "რეკორდმაისტერი", ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.